საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ფინეთის, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყნის, პრეზიდენტი ტარია ჰალონენი. ჰალონენი 28 სექტემბერს
თბილისში ერევნიდან ჩავიდა. სექტემბრის მიწურულს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ის რეგიონალურ ტურნეს მართავს და ამ ქვეყნების ლიდერებს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებაში დახმარებას სთავაზობს. საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი დახმარების შეთავაზება ფინეთის პრეზიდენტისგან, იმის გათვალისწინებით, რომ ფინეთი 2006 წლის მეორე ნახევრიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. საქართველოს ხელისუფლება დიდად არის დაინტერესებული საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საქმეში ევროკავშირის გააქტიურებით. ამდენად, თბილისში სააკაშვილისა და ტარია ჰალონენის ერთობლივ ბრიფინგზე წამყვანი ადგილი სწორედ საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მნიშვნელობაზე საუბარმა დაიკავა.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ” ფინეთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა ევროპაში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეკონომიკის ქვეყანა. თანამშრომლობა ასეთ ქვეყანასთან, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენც შევქმნათ მაგალითები გამჭვირვალობის, ეფექტური ეკონომიკის და ეფექტური მართვის. ”
მიხეილ სააკაშვილის მიერ ნახსენები გამჭვირვალობის, ეფექტიანი ეკონომიკისა და ეფექტიანი მართვის შესაქმნელად საქართველოს ჯერ სხვების მაგალითების შესწავლა და გაზიარება მართებს, მათ შორის - ფინელების. 60 -იანი წლებიდან განვითარების ტემპების დაჩქარებით მათ შეძლეს საკუთარი ქვეყანა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად ექციათ. ფინელებს ზედმიწევნით ბაძავენ ესტონელები და მათი რეფორმების წარმატებულობაც ამით აიხსნება. ფინეთთან ურთიერთობის გაღრმავება, პირველ რიგში, ამ ქვეყნის გამოცდილების შესწავლისა და გაზიარების მიზნით, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ქვეყანაში ფინეთის პრეზიდენტის ჩამობრძანებას დიდი მნიშვნელობა სხვა რამის გამოც მიანიჭეს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომავალ წელს ფინეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. საქართველოს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლება ითხოვს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საქმეში ევროკავშირის როლის გააქტიურებას. ამდენად, ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ განცხადება, რომელიც ფინეთის პრეზიდენტმა 28 სექტემბერს თბილისში პრეზიდენტების ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა:
[ტარია ჰალონენის ხმა[ ”ფინეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას იმაში, რომ განხორციელდეს ყველაზე მძლავრი პროგრამა საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ მოგვარდეს ეს კონფლიქტები. ”
ამ განცხადების გაკეთებამდე ტარია ჰალონენიმ ხაზი გაუსვა სამშვიდობო პოლიტიკის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ახსენა ფინელი დიპლომატის, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენლის, ჰაიკი ტალვიტიეს როლი სამშვიდობო პროცესების განვითარების საქმეში.
ფინეთის პრეზიდენტის გასაგონად სამშვიდობო პროცესის უალტერნატივობა აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმაც. მან გამოთქვა იმედი, რომ მეგობარ ქვეყნებთან,მათ შორის, რუსეთთან თანამშრომლობით მოიძებნება პრობლემების გადაწყვეტის მექანიზმები, თუკი საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგების საქმეში ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი უფრო აქტიურად ჩაერთვებიან.
კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში ევროკავშირის როლის გააქტიურების მხარდაჭერა არ არის ერთადერთი დაპირება, რასაც ფინეთის პრეზიდენტი საქართველოში ტოვებს. ფინეთი საქართველოს თანამშრომლობას სთავაზობს ეკონომიკის სფეროშიც. ტარია ჰალონენი თბილისს ხუთშაბათს დატოვებს. უახლოეს პერიოდში საქართველოში სხვა სტუმრებსაც ელოდებიან, მათ შორის, ყაზახეთის პრეზიდენტს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებს, ლატვიის პრეზიდენტს.