რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს პირდაპირი ტელეეთერით უპასუხა თანამოქალაქეთა შეკითხვებს.
მისი მმართველობის განმავლობაში ეს თანამემამულეებთან ამგვარი ტელეგასაუბრების მეოთხე შემთხვევა გახლდათ. შეკითხვებში ყურადღება გამახვილებული იყო სოციალურ საკითხებზე - პენსიებზე, ბინათმშენებლობაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, განათლებაზე. გამოითქვა მოსაზრება, რომ ნავთობის ფასების ზრდით გამოწვეული მოგება სახელმწიფომ თავისი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას უნდა მოახმაროს. თუმცა, იყო შეკითხვები სხვა სფეროებიდანაც, მაგალითად საგარეო პოლიტიკიდან. ვიდრე კითხვებზე პასუხის გაცემას დაიწყებდა, პუტინმა ხოტბა შეასხა რუსეთის ეკონომიკის განვითარების ტემპს.
[ვლადიმირ პუტინის ხმა] "ბოლო წლების მანძილზე რუსეთის ეკონომიკის ზრდა დაახლოებით შვიდ პროცენტს შეადგენს - ყოველწლიურად! ეს მაჩვენებელი გაცილებით აღემატება განვითარებული ქვეყნებისა და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების დიდი ნაწილის მაჩვენებლებს. აბსოლუტური ლიდერები არ გვეთქმის, მაგრამ, ამ ლიდერთა შორის უდავოდ ვართ."
კიდევ რა შეკითხვებს უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა? შეკითხვების უმრავლესობა სოციალურ საკითხებს ეხებოდა. უკვე ჩამოთვლილი თემების გარდა, საუბარი შეეხო უმუშევრობისა და ეთნიკური შეუწყნარებლობის პრობლემებს. რუსეთის ლიდერმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მის ქვეყანაში იმატა რასობრივ ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმების რიცხვმა და პირობა დადო, რომ ხელისუფლება ყოველ ღონეს იხმარს ნაციზმისა და ექსტრემიზმის დასამარცხებლად.
როგორც მოსალოდნელიც იყო, პუტინს ჰკითხეს, რა გეგმები აქვს მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. პრეზიდენტმა თქვა, რომ კონსტიტუციის შეცვლას არ აპირებს და 2008 წელს დატოვებს კრემლს - როგორც ამას ქვეყნის მთავარი კანონი განსაზღვრავს.
[ვლადიმირ პუტინის ხმა] "ჩემს ამოცანას ვხედავ იმ პირობების შექმნაში, რომლებიც, გრძელვადიანი პერსპექტივით, ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას; რათა ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ახალგაზრდა, მცოდნე, უნარიანი მმართველები. ამიტომ, ვფიქრობ, მიზანშეუწონელია რაიმე მკვეთრი ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში - უწინარეს ყოვლისა კი რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში. ხოლო რაც შემეხება პირადად მე, როგორც სამხედროები იტყვიან, მწყობრში ჩემს ადგილს ვიპოვი."
იყო შეკითხვები ჩეჩნეთიდანაც - რუსეთის ყველაზე ცხელი წერტილიდან, სადაც ამ დღისთვის საგანგებოდ მოაწყეს ერთ-ერთი ვიდეოხიდი (სულ ვიდეოხიდების რაოდენობა მთელი რუსეთის მასშტაბით 12-ს შეადგენდა). ერთმა ჩეჩენმა ქალმა პუტინს უთხრა, რომ ჩეჩნეთში ათასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული და მათს შესახებ არავინ არაფერი იცის. დაკარგულთა შორის ჩემი ვაჟიც არისო, თქვა ჩეჩენმა დედამ. პუტინის პასუხი ასეთი იყო:
[ვლადიმირ პუტინის ხმა] "იმედია, დამეთანხმებით: ზოგჯერ იმის განსაზღვრაც კი შეუძლებელია, ვინ დგას ამ ბოროტმოქმედებათა უკან. იქნებ ეს გადაცმული ბანდიტები არიან, ან იქნებ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სჩადიან ბნელ საქმეებს... ნებისმიერ შემთხვევაში განვაგრძობთ მუშაობას როგორც დაკარგულთა ძებნის მიმართულებით, ისე დამნაშავეთა გამოსავლენად."
რაც შეეხება ჩეჩნეთის კონფლიქტის მოგვარებას, პუტინმა მისი პოლიტიკური მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნოემბრისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს.
რუსეთის ლიდერთან უშუალოდ გასაუბრების საშუალება მიეცათ ბალტიისპირეთში მცხოვრებ რუსებსაც. თუმცა, ამისთვის მათ გარკვეული ძალისხმევა დასჭირდათ: ლატვიელი რუსები შეიკრიბნენ რიგაში, რუსეთის კულტურული ცენტრის შენობის სახურავზე, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქუჩაში ვიდეოხიდის მოწყობა აკრძალა. პუტინმა ერთი მხრივ, თითქოს ამ ხალხის დაშოშმინება სცადა, მეორე მხრივ კი ლატვიის დედაქალაქის მმართველები გააკრიტიკა.
[ვლადიმირ პუტინის ხმა] "ნუ გავუნაწყენდებით ამ ხალხს. ჩვენ ყველანი დავიბადეთ ერთ დიდ სახლში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. და, როგორც ჩანს, ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა სახეებზე ჯერ კიდევ შეინიშნება ძველი ხალები - სწრაფვა ყველაფრის აკრძალვისკენ და ალაგმვისკენ. ეს კონტრპროდუქციულია."