ქართული პრესის უმთავრეს თემად კვლავ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება რჩება. გაზეთები აშუქებენ აგრეთვე რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის საკითხსაც.
მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტი მომავალ კვირაში ამ საკითხზე დადგენილების განხილვას გეგმავს.
დასაწყისშივე აღვნიშნავ, რომ დღეს პრაქტიკულად არც ერთი გაზეთი არ გამოხმაურებია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში წუხელ მომხდარ ინციდენტს. ქართულ-ოსური ურთიერთობის თემას ჟურნალისტები კვლავ გუშინწინდელი მოვლენების ჭრილში აშუქებენ. გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს ინტერვიუს სახლმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავასთან. ჟურნალისტის ერთ-ერთ შეკითხვას გუშინწინდელი ინციდენტის დროს რეგიონში თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის ყოფნის თაობაზე სახელმწიფო მინისტრი უპასუხებს:
”ეგ საკითხი თვითონ ირაკლი ოქრუაშვილმა უნდა გაარკვიოს, ეს ჩემი თემა არ არის. მე ჩემი საკითხები მაქვს. ირაკლი ოქრუაშვილის ჩასვლა რეგიონში ასეთ დღეს, ალბათ, სახელმწიფოებრივი პოლიტიკური ჟესტია. ეს პრეზიდენტთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული და ასე შემდეგ. ახლა ეგ უკვე შიდა სამზარეულოა და ამ სამზარეულოში ირაკლი ოქრუაშვილი უნდა გაერკვიოს და არა მე. ამისთვის არსებობს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის ხელმძღვანელი. ახლა რამ განაპირობა ეს ნაბიჯი და რა შედეგები მოჰყვა ამას ირაკლი ოქრუაშვილისთვის, ჩემი თემა არ არის,” - აცხადებს გიორგი ხაინდრავა გაზეთ ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
გაზეთი ”ახალი თაობა” პარლამენტში დაგეგმილი განხილვის შესახებ წერს. საქმე ეხება დადგენილებას საქართველოს კონფლიქტური ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის შესახებ. გაზეთი წერს: ”სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით პარლამენტში დადგენილება მზადდება. ეს დადგენილება საკმაოდ მკაცრი იქნება და მასში იმ დარღვევებზე იქნება საუბარი, რომელსაც კონფლიქტის ზონაში აქვს ადგილი” და იქვე მოჰყავს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოსაზრებები დადგენილების თაობაზე. კერძოდ, დეპუტატი გიგა ბოკერია აცხადებს:
”ჩემი ვარაუდია, რომ დადგენილებაში გაწერილი იყოს ვადები. ჩვენ პრაქტიკულად დავრწმუნდით, არ არსებობს რეალისტური შანსი იმისა, რომ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ამ რეგიონში თავისი მოქმედებების კორექტირება მოახდინოს. კერძოდ, სამშვიდობო ძალების მოქმედებას ვგულისხმობ.”
პარლამენტის მომავალი დადგენილების მიმართ ”ახალ თაობას” აზრს უზიარებს ოპოზიციის წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი:
”პარლამენტის დადგენილებაში უნდა აისახოს, რომ რუსი სამშვიდობოების იქ ყოფნა არ არის სასურველი. პარლამენტი ამ დადგენილებას, რა თქმა უნდა, ერთხმად მიიღებს. არა მგონია, რომ ამ დადგენილებას ვინმემ წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ ეს დადგენილება დარჩება დადგენილებად,” - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
ცხინვალში მომხდარ ინციდენტზე კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრებას აქვეყნებს გაზეთი ”რეზონანსი”. ზაქარეიშვილი აცხადებს:
”თუ ეს მართლა ქართულმა მხარემ განახორციელა, მაშინ ეს იმის მცდელობა იყო, რომ ოსების ზარ-ზეიმი ჩაეშალათ. ამით ჩვენ, საბოლოო ჯამში, ოსების დამოუკიდებლობის დღე ვაღიარეთ. განსაკუთრებით შემაშფოთებელი კი ოქრუაშვილის ქცევაა, იმიტომ რომ პასპორტების შემოწმება მინისტრის საქმე არ არის. იქ სულ ასე ხდება. ახლა გაახსენდა სააკაშვილს, რომ იქ ვიზების გარეშე გადადიან?” - კითხულობს პაატა ზაქარეიშვილი.
ქართულ-ოსურ კონფლიქტს აშუქებს აგრეთვე გაზეთი ”24 საათი” და მკითხველს დაწვრილებით აცნობს საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ერთ-ერთი განცხადება ასეთი გახლავთ:
”აღარ არის სირაქლემის პოზიციაში ყოფნის დრო. საბოლოო ჯამში, რუსეთი მართავს ამ ანკლავს, რადგან იქ თანამდებობებზე რუსეთიდან გამოგზავნილი ადამიანები არიან.”
სხვა გაზეთებისგან განსხვავებით, გაზეთი ”ალია” მთავარ ადგილს თბილისის სასმელი წყლის უვარგისობის თემას უთმობს: ”რომელი პარლამენტარის უნიტაზის წყალს სვამენ თბილისელები?!” - კითხულობს ”ალია”. ამავე გაზეთიდან ვიგებთ დაბა წყნეთის მოსახლეობაში გავრცელებული ხმების შესახებაც: თითქოს კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის, სახლი ბადრი პატარკაციშვილს 50 მილიონ დოლარად უყიდია. ”ალია” ეხება აგრეთვე ხვალ, 23 სექტემბერს, დაგეგმილ რიგგარეშე ყრილობაზე მოსალოდნელ სკანდალს და პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატებთან, ირაკლი ტუღუშსა და ირაკლი პეტრიაშვილთან, ცდილობს საქმის ვითარება გაარკვიოს.