ავღანეთის რამდენიმე რაიონში, სულ ცოტა

ავღანეთის რამდენიმე რაიონში, სულ ცოტა, ერთი დღით ყოვნდება კვირას გამართული არჩევნებისას მიღებული ხმების დათვლა.
ავღანეთის რამდენიმე რაიონში, სულ ცოტა, ერთი დღით ყოვნდება კვირას გამართული არჩევნებისას მიღებული ხმების დათვლა.
როგორც საარჩევნო კომისიის პერს-მდივანმა, სულთან აჰმედ ბაჰინმა უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ხმების დათვლა ერთი დღით უფრო გვიან იწყება ქაბულის და კიდევ სამ პროვინციაში. არჩევნების წინასწარი შედეგები მოსალოდნელია ორ კვირაში: გაირკვევა, რომელ პოლიტიკურ ძალებს ერგება მანდატები 249-ადგილიან პარლამენტში, "ვოლეზი ჯირგაში" და 34 პროვინციის მმართველ საბჭოებში. წინასწარი ინფორმაციით, კვირის არჩევნებში მონაწილეობდა 12,4-მილიონიანი ელექტორატის 50-თ პროცენტზე ცოტა მეტი.