დედაქალაქის საკრებულდოში წარმოდგენილ ოპოზიციურ პარტიებს - „ლეიბორისტებსა“ და „ახალ მემარჯვენეებს“ თანამოაზრეები მესამე სექტორშიც გამოუჩნდნენ.
15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თავისუფლების მოედანზე მერის, გიგი უგულავას გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორები მერის იმ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ, რომელთა საფუძველზე შეიცვალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის სქემა, ხოლო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ქორეოგრაფულ სასწავლებელს გადაეცა.
აქციის მონაწილენი მერიის შენობის წინ პირველ საათზე გამოჩდნენ. „არ გვინდა უღირსი მერი!“, „მოვითხოვთ მერის არჩევნებს!“, „ხელები შორს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისაგან“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით აღჭურვილი ადამიანები მერიის შენობის მისადგომებთან განლაგდნენ. ბევრნი არ იყვნენ, თუმცა საკმაოდ ხმამაღლა და ემოციურად საუბრობდნენ.
[ქალბატონის ხმა] „ეს ხომ უნდა იყოს ცოტა გათვლილი და გააზრებული. შეიძლება ერთ ღამეში გადაწყვეტილების მიღება? მოუვიდეს მერს თავში, არავის ჰკითხოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება? არსეული მერი ყოველთვის ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და ის ხალხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. დანიშნული კი ყოველთვის ცუდად მოიქცევა. ის ყოველთვის იქნება ანგარიშვალდებული ზემდგომი ორგანოების წინაშე.“
ქალბატონი მანანა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ვაკის გონივრულ განვითარებას“ წარმოადგენს, ახალი სატრანსპორტო სქემის შემოღებამ აღაშფოთა. მისი თქმით, მერის ერთპიროვნული გადაწყვეტილების წყალობით ვაკისა და საბურთალოს რაიონში მცხოვრები ადამიანები ჩიხში მოექცნენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირის“ თავმჯდომარე, დავით ლილუაშვილი კი მერს მიმართვას უგზავნის. ერთგვერდიანი წერილი შემდეგი სიტყვებით იწყება: „საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები აღშფოთებულნი ვართ თქვენი არაკეთილგონივრული და დედაქალაქელთა ინტერესების წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის გამო“. მიმართვის ავტორები მოუწოდებენ საკრებულოს წევრებს, მხარი დაუჭირონ ოპოზიციის ინიციატივას და მერის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვონ.
[დავით ლილუაშვილის ხმა] „ჩვენ გადავცემთ მერს საპროტესტო ნოტას, შევაფასებთ მის მიერ გაწეულ სამუშაოს. ასევე მოწოდებას გავუგზავნით საკრებულოს უმრავლესობას, რომ გაიზიაროს საზოგადოების აზრი, რათა მოხდეს საზოგადოების დაკვეთის აღსრულება, ანუ მერის იმპიჩმენტი“.
აქციის მონაწილეთა მიმართვას, როგორც მოსალოდნელი იყო, საკრებულოს მხოლოდ ოპოზიციური ნაწილი გამოეხმაურა. „მემარჯვენეთა“ ლიდერის, გიორგი მოსიძისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება დანიშნული მერი. „არჩეულის გარდა, ყველა მერი იმპიჩმენტს იმსახურებს“, ამბობს საკრებულოს წევრი.
[გიორგი მოსიძის ხმა] „მთელი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ მერი უნდა იყოს არჩეული. სანამ მერს არ ავირჩევთ, მანამდე სააკაშვილის მიერ არჩეულ ყველა მერს იმპიჩმენტს გამოვუცხადებთ. ასეთია ჩვენს მიერ არჩეული პროტესტის ფორმა .“
მაგრამ იმისათვის, რომ მერს იმპიჩმენტი, უფრო ზუსტად კი უნდობლობა გამოცხადონ, სულ ცოტა საკრებულოს წევრთა 50 პროცენტის მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა, ხმათა საჭირო რაოდენობის მოგროვების შემთხვევაშიც, საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტი იღებს. ამ გარემოების გათვალისწინებით, აქციის მონაწილენი მიხეილ სააკაშვილსაც მიმართავენ.
[მამაკაცის ხმა] „ჩვენი მოსვლის უმთავრესი მიზეზია, რა თქმა უნდა, რეალური დემოკრატიის მოთხოვნა, არჩევითი მერი და ასე შემდეგ. ისე, რომ მქონდეს საშუალება, პრეზიდენტსაც ვკითხავდი: კარგად მახსოვს, მას არ უნდოდა ღიპიანი პოლიციელები, რად უნდა ეს ღიპიანი მერი?“
ცხადია, აქციის ორგანიზატორები ისეთი გულუბრყვილონი არ არიან, რომ პრეზიდენტის პასუხს დაელოდონ. მით უმეტეს, რომ მთავრობაში ზედმეტი წონის პრობლემა მარტო გიგი უგულავას როდი აწუხებს. არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენელთა თქმით, მსგავსი აქციებით ისინი მომავალშიც შეახსენებენ მერს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინოს.