სტუდია ”რეპორტიორის” დოკუმენტური ფილმი დეპუტატ ბექაურის დეპუტატისთვის შეუფერებელი საქმიანობის შესახებ მზად არის ეთერში გასასვლელად. რამდენად სწრაფად
ნახავს მას საზოგადოება, ეს უკვე საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. ”რეპორტიორის” თანამშრომლები ელიან საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას ფილმის საზოგადოებრივი არხით ჩვენების შესახებ. არის დაპირება, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ასე არ იქნა, დაიწყება მოლაპარაკება ტელეკომპანია ”იმედთან”, რადგან მისმა ხემძღვანელებმა, საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელებთან ერთად, გამოთქვეს მზადყოფნა აჩვენონ ფილმი, რომლის ნახვითაც ასეა დაინტერსებული საზოგადოება. როდის გავა ეთერში ფილმი, რომლის მიზეზითაც შედგა სკანდალური გარიგება დეპუტატსა და ტელეკომპანია ”202”-ის დამფუძნებელს შორის?
დოკუმენტური ფილმი კობა ბექაურზე მზადაა. ტელეკომპანია ”202”-ის ეთერით მის ჩვენებას წინ არაფერი უდგას, თუმცა ფილმის ავტორებს სურთ მათი ნამუშევარი საზოგადოებამ ”202”-ზეც და, პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლობითაც იხილოს, მით უფრო, რომ საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელისგან შესაბამისი დაპირება იყო.
სტუდია ” რეპორტიორის” ხელმძღვანელმა ვახტანგ კომახიძემ საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალურ დირექტორს თამარ კინწურაშვილს ორშაბათს მიუტანა ვიდეოკასეტა, რომელზეც ნახევარსაათიანი დოკუმენტური ფილმია ჩაწერილი. კინწურაშვილს გადაწყვეტილების მიღებამდე ფილმის ნახვა სურდა. გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას მან მალე უნდა აცნობოს.
კობა ბექაურის წინააღმდეგ გადაღებული ფილმისადმი საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის გამო ”რეპორტიორის” თანამშრომლები საკუთარი პროდუქციის ეთერში გაშვებას ჩქარობენ. ამიტომ ვახტანგ კომახიძე ამბობს, რომ, თუ საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელი გადაწყვეტილების მიღებას გააჭიანურებს, მიმართავს ტელეკომპანია “იმედს”. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კომახიძე კინწურაშვილს ორშაბათს, 12 სექტემბერს, შეხვდა. ჩვენც მას სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ ვესაუბრეთ.
[ვახტანგ კომახიძის ხმა] ”არ უთქვამთ უარი, თითქმის აბსოლუტური თანხმობა განაცხადეს, მაგრამ აქ არის ლაპარაკი დროზე. თუ დრო იქნება დიდი, თუ მალე არ გაუშვებენ ფილმს , მაშინ დავუკავშირდებით ”იმედს” და პარალელურად გავუშვებთ ”202”-ზეც.”
რატომ კეთდება არჩევანი მაინცდამაინც საზოგადოებრივ ტელევიზიაზე, მაშინ როცა ფილმის ჩვენებას კერძო ტელევიზიაც დათანხმდა? ამ შეკითხვაზე ტელეკომპანია ”იმედის” წარმომადგენელს გიორგი თარგამაძეს შემდეგი პასუხი აქვს:
[გიორგი თარგამაძის ხმა] ” საზოგადოებრივი არხი არ არის კომერციული არხი და, ალბათ, ამ სტუდიის წარმომადგენლებს გაუადვილდათ არჩევანის გაკეთება, რათა არ გაენაწყენებინათ რომელიმე კერძო ტელევიზია. ამიტომ მათ ფილის გაშვება ამჯობინეს საზოგადოებრივი ტელევიზიით და იმ კომერციული არხით, რომელთანაც ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული.” (სტილი დაცულია)
რომელ არხებზე იხილავს საზოგადოება ფილმს, რომლის დაბლოკვის სანაცვლოდაც დეპუტატმა ჟურნალისტს 100000 შესთავაზა, უკვე ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ცხადია, რომ სტუდია ”რეპორტიორის” მიერ მომზადებული მასალა ეთერში გავა და საზოგადობასაც გაუჩნდება პასუხი შეკითხვაზე - ღირდა თუ არა ეს ყველაფერი ასი ათასად? ფილმი ნახევარსაათიანია და, ვახტანგ კომახიძის თქმით, მასში მოყვანილი ფაქტები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ კობა ბექაურის დეპუტატისთვის შეუფერებელი საქმიანობა, სულ მცირე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შეისწავლოს. ლაპარაკია საქმიანობაზე, რომელიც ერთ-ერთ საბაჟო ტერმინალს უკავშირდება. ფილმის ავტორები ასახელებენ ყოფილ ჩინოვნიკს, რომელიც ამ საქმიანობაში ბექაურს პარტნიორობას უწევს. საინტერესოა რეზონანსი, რომელიც ფილმის ჩვენებას მოჰყვება, მანამდე კი პარლამენტში გრძელდება ვნებათაღელვა ბექაური-რამიშვილის სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით. ”მემარჯვენე ოპოზიციის” მოთხოვნას, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს ეს სკანდალური საქმე და მასთან ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის შესაძლო კავშირი, ერთვის მაჭავარიანის მოთხოვნა შესწავლილ იქნეს ეს ყველაფერი და, მასთან ერთად, მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერის დავით გამყრელიძის ბიზნესინტერესები.