ნიუ იორკში, 11 სექტემბრის ტერაქტების 4 წლისთავს აღნიშნავენ. ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის შენობასთან ორი

თვითმფრინავის ერთმანეთის მიყოლებით შეტაკების შედეგად, 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. იქ, სადაც ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ორი კოშკი იდგა, ეგრეთწოდებულ “გრაუნდ ზეროზე” შეიკრიბნენ დაღუპულთა ახლობლები, ასევე სხვა, ათასობით ადამიანი. ნათესავებმა დაღუპულთა სახელები და გვარები წაიკითხეს ხმამაღლა. იმ მომენტისთვის, როცა პირველი თვითმფრინავი შეეტაკა კოშკს, ქალაქში ზარები რეკდნენ. აღნიშვნაზე სიტყვას წარმოთქვამდნენ ნიუ იორკის მერი, ჯორჯ პატაკი, ასევე ყოფილი მერი რუდოლფ ჯულიანი და სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. 11 სექტემბრისადმი მიძღვნილი შეკრება მოეწყო ასევე ვაშინგტონში - თეთრ სახლშიც, რომელშიც პრეზიდენტი ბუში მონაწილეობდა.