თბილისის ცენტრალური მაგისტრალები ასფალტის ახალი საფრით იფარება. გზების ასეთი მასშტაბური შეკეთება დედაქალაქის მოსახლეობას ნამდვილად არ ახსოვს და
მაინც, მიუხედავად იმისა, რომ კარგი საქმე კეთდება, მოქალაქეები თბილისის ხელმძღვანელობას კარგი საქმის ცუდად დაგეგმვისთვის უჩივიან.
ცენტრალურ მაგისტრალებზე - განსაკუთრებით კი ჭავჭავაძის პროსპექტზე - მიმდინარე სამუშაოებმა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაართულა მოძრაობა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სიარული ამ პროსპექტით უწევთ. ჭავჭავაძის პროსპექტზე მოძრაობა, როგორც იქნა, იხსნება. გამოდის, რომ ვაკის მოსახლეობა ამოისუნთქავს, თუმცა გზების შეკეთების მიზეზით მოძრაობის პრობლემები თბილისში ჯერ არ მოიხსნება. გზების კაპიტალური რემონტი გაგრძელდება და, როგორც ჩანს, ისევე, როგორც აქამდე მიმდინარეობდა. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური არ ეთანხმება კრიტიკას იმის თაობაზე, რომ პროცესს უკეთესი დაგეგმვა სჭირდებოდა.
”აღარც თქვენი გზა გვინდა და არაფერი! ” - განერვიულებული მძღოლებისა და მგზავრებისგან ასეთი გამონათქვამები თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს კობა სუბელიანსაც ესმის. კრიტიკას ის არ იღებს, რადგან ფიქრობს, რომ იმავე ჭავჭავაძის პროსპექტზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოსთან დაკავშირებით გზის გადაკეტვა არ ყოფილა ცუდად ორგანიზებული:
[კობა სუბელიანის ხმა] ”საერთოდ რომ არაფერი კეთდებოდა, ამის დაუნახაობა არ შეიძლება... პატრულთან ერთად სინქრონში ვმუშაობდით, ვგეგმავდით საიდან უნდა გაგვესტუმრებინა მანქანების ნაკადი, მაგრამ ჯიუტი მძღოლების ხელში ამის გაკეთება ძნელია. ”
ჩვენი რადიოს თანამშრომელი ნინო გელაშვილი ჯიუტი მძღოლი ნამდვილად არ არის. თუმცა ის, რაც მას ამ დღეებში, სამსახურიდან მიმავალს, გზად გადახდა, ნებისმიერ მძღოლს გააჯიუტებდა თუნდაც იმ დონეზე, რომ თბილისის მთავრობა აუგად მოეხსენიებინა:
[ ნინო გელაშვილის ხმა] ” ვაკის პარკის მხრიდან მინდოდა ჭავჭავაძეზე ასვლა, მაგრამ ის აღმართი დაკეტილი იყო. მივდიოდი წყნეთში. ვკითხე პატრულს, როგორ წავიდე-მეთქი და მითხრეს, ზევიდან უნდა ახვიდე და კუსტბიდან გადახვიდეო. ზემოთ ამ მიმართულებით არასდროს მივლია და გავყევი მანქანების ნაკადს. აღმოჩნდა, რომ სხვა ნაკადი მე მომყვებოდა. მივადექი ჩიხს, მერე მომიწია ქვემოთ ჩამოსვლა და წავედი საბურთალოს მხრიდან.”
ვაკიდან რუსთაველის პროსპექტისკენ და პირუკუ სიარული ამ დღეებში მეც კუსტბის გზაზე იძულებით გასეირნებით მომიხდა. ჭავჭავაძის პროსპექტი გადაიკეტა ისე, რომ მგზავრებს ალტერნატიული გზები თავად უნდა მოეძებნათ. წინ და უკან სიარულით დაბნეული მძღოლები თავისდაუნებურად ქმნიდნენ საცობებს. პარასკევს ვაკიდან რადიო “თავისუფლების” ქართულ რედაქციაში მოსვლა გაუჭირდა ჩვენს ერთ-ერთ რესპონდენტსაც - იმდენად, რომ გვითხრა :
[რესპონდენტის ხმა] ” კიდევ კარგი, რომ ვაკეში არ ვცხოვრობ, ამით ნამდვილად ბედნიერი ვარ. ძალიან ცუდ დღეში არიან. ”
”არ შეიძლება მილიონნახევრიან ქალაქში კარგი საქმის ცუდი გეგმით, ქაოსურად კეთება. კარგი იქნებოდა, თუ ტელევიზიით შეგვატყობინებენ რომელ დღეს რომელი ქუჩა იკეტება. ასეთ შემთხვევაში წინ და უკან სიარული ნაკლებად მოგვიწევდა,” - აღნიშნა ჩვენმა რესპონდენტმა.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა შეგვატყობინა, რომ ჭავჭავაძის პროსპექტის გახსნა პარასკევს ღამის საათებში დაიგეგმა. ჩანს, ვაკიდან გადაადგილების პრობლემა მოიხსნება, მაგრამ გზები ახლა სხვაგან ჩაიკეტება. თბილისის გზების კეთილმოწყობაზე წელს 86 მილიონი იხარჯება. საწყის ეტაპზე ეს ფული ცენტრალური გზების რემონტს ხმარდება. ვაჟა-ფშაველას პროსპექტის გახსნა 20-25 დღეში იგეგმება. ფაქტობრივად, ახალი გზა იგება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზეც და აღმაშენებლის ხეივანზეც. სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული რამდენიმე უცხოური და, მათ შორის, ქართული კომპანიებიც აწარმოებს. კვადრატული მეტრის შეკეთება 45-დან 47 ლარამდე ჯდება. თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ირწმუნება, რომ გზების შეკეთება ფუნდამენტურად ხდება, ასფალტის საფრისთვის საძირკველი 20-25 სანტიმეტრზე იცვლება და, ამდენად, გზების კაპიტალური რემონტი დედაქალაქში 10 წელი მაინც საჭირო არ იქნება. არიან სკეპტიკოსებიც. საკრებულოს წევრს გიორგი მოსიძეს სხვაგვარი პროგნოზი აქვს:
[გიორგი მოსიძის ხმა] ”მანდ ყველა გზებს გასდევს სანიაღვრე კოლექტორები და წყალგამტარი მილები, ესენი არის დამპალი და ამათ არ ცვლიან. ამიტომ ეს ასფალტი, ადრე თუ გვიან, ჩავარდება, ამ ზამთარსაც ვერ გაატანს. ” (სტილი დაცულია)
ვნახოთ..... ამ ზამთრის გადავლის შემდეგ თბილისის მერია გზების სარემონტო სამუშაოების დაწყებას წლევანდელზე ადრე, მარტიდან, აპირებს.