საქართველოში გრძელდება დავა პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულის ინსტიტუტის არსებობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, ამ მხრივ ”ვარდების რევოლუციამ” ვითარება
ვერ შეცვალა. დღევანდელი ხელისუფლების რიგი წარმომადგენლები ახლო წარსულში თუ შევარდნაძეს აკრიტიკებდნენ სამხარეო რწმუნებულთა არსებობის გამო, დღეს თავად უწევთ ოპონენტების კრიტიკის მოგერიება განმარტებით, რომ გარდამავალ ეტაპზე სამხარეო რწმუნებულის ინსტიტუტის არსებობა საჭიროა. მაინც რისთვის არიან საჭირონი მხარეებში პრეზიდენტის რწმუნებულები, რა უფლება-მოვალეობები აკისრიათ მათ ქაღალდზე - პრეზიდენტის ბრძანებულებაში - და რეალურ ცხოვრებაში?
ვინ არის პრეზიდენტის რწმუნებული ამა თუ იმ მხარეში? ამ შეკითხვას ძალიან მოკლედ და ამომწურავად გურიის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ბერიძე უპასუხებს: ”რწმუნებული არის პრეზიდენტის თვალი და ყური რეგიონშიო”. დაახლოებით ასეა სამართლებრივადაც. სამხარეო რწმუნებულის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის თანახმად, რწმუნებულს აკისრია ცენტრსა და რეგიონს შორის ინფორმაციის გამტარის ფუნქცია, ამასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ქმედების კანონთან შესაბამისობის ზედამხედველობა. ეს არის და ეს.
[მამუკა კაციტაძის ხმა] ”მათ არ შეუძლიათ საკადრო ცვლილებებში მონაწილეობის მიღება, თუმცა ამის დაკანონების სურვილი აქვთ. ფაქტობრივად რომ ახორციელებენ, ვიცით. მათ არა აქვათ ბიუჯეტის ხარჯვაში მონაწილეობის უფლება, ამიტომ შექმნეს ფონდები, რომლებიც გაუქმდა. ისინი უნდა ყოფილიყვნენ შიკრიკის დონეზე ცენტრალური ხელისუფლებისათვის. ” (სტილი დაცულია)
ფუნქცია, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ აღწერა, მხოლოდ ქაღალდზე განსაზღვრულად დარჩა. რეალურ ცხოვრებაში პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულების ფუნქცია გაცილებით ფართო იყო შევარდნაძის პრეზიდენტობისას, კიდევ უფრო მეტს ნიშნავს რწმუნებული დღეს, როცა თვით მმართველი გუნდის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ საკრებულოების და გამგებლების ინსტიტუტები, ფაქტობრივად, არ მუშაობს. მოვიყვანთ ისევ გურიის მაჟორიტარი დეპუტატის კოტე ბერიძის განმარტებას:
[კოტე ბერიძის ხმა] ”საკრებულოები არ არის აღჭურვილი იმ ფუნქციებით, რაც უნდა ჰქონდეთ; გამგებლების ინსტიტუტიც, მოგეხსენებათ, როგორია: გამგებლები დანიშნულები არიან. ამ სიტუაციაში, გარდამავალ სიტუაციაში, რწმუნებულის ინსტიტუტს უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება. ”
ეს კარგად იციან ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ პრეტენზია რწმუნებულობაზე. ერთ-ერთი მათგანი კი გოჩა შათირიშვილია. გურიაში სამხარეო რწმუნებულის პოსტზე მისი კანდიდატურა პრეზიდენტს დეპუტატმა ბესო ჯუღელმა შესთავაზა, საკითხიც თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ შათირიშვილის წინააღმდეგ ბევრი და, მათ შორის, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ბერიძე წავიდა. ჯუღელის პროტეჟე ელის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და იმაზეც საუბრობს, რის გაკეთებას აპირებდა ან აპირებს რწმუნებულად დანიშვნის შემთხვევაში:
[გოჩა შათირიშვილის ხმა] ” რის გაკეთებასაც ვაპირებდი, ეს არის კადრების ცვლილება. ”
არადა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რწმუნებულებისთვის პრეზიდენტის ბრძანებულებით მინიჭებულ უფლებებში არ შედის კადრების შეცვლა.
როგორც ჩანს, კანდიდატმა ამის შესახებ არაფერი იცის. ის აღნიშნავს, რომ რწმუნებულად დანიშვნის შემთხვევაში მოუწევს რწმუნებულის ფონდის მართვა. ასეთი ფონდები კი, პარლამენტის გადაწყვეტილებით, გაუქმებულია. ეს არის, რომ გადაწყვეტილება ძალაში 2006 წლიდან შევა.
და მაინც, რწმუნებულის მნიშვნელობა უზარმაზარია. რწმუნებულის ინსტიტუტმა, ისეთი ფორმით, როგორითაც ის დღეს არსებობს, ფაქტობრივად, უფუნქციოდ დატოვა საკრებულოები და გამგებლები, დეპუტატ მამუკა კაციტაძის შენიშვნით, განსაკუთრებით იმ ქალაქებში, სადაც რწმუნებული მუშაობს და ზის:
[ მამუკა კაციტაძის ხმა] ”ადამიანის ბუნებაა, როცა შევდივარ ადმინისტრაციის შენობაში და მესამე სართულზე ზის გუბერნატორი და პირველზე ან მეორეზე - გამგებელი, ყველა მიდის გუბერნატორთან, რადგან მას შეუძლია საკითხის გადაწყვეტა, რადგან ქვედა დონეზე მიღებული გადაწყვეტილება ვერ წყვეტს საკითხს. ”
”რეგიონებში ოთხხელისუფლებიანობაა: საკრებულო, გამგებელი, რწმუნებული და მაჟორიტარი დეპუტატი,” - აღნიშნავს მამუკა კაციტაძე . ხსენებულ ოთხ შტოს შორის ყველაზე მეტი დატვირთვა, რა თქმა უნდა, რწმუნებულზე მოდის, შემდეგ კი, ალბათ, დეპუტატზე, იმის მიხედვით, რამდენად გავლენიანია ის რაიონში და პარლამენტში.
მართვის ასეთი ფორმა რომ მანკიერია, ყველა აღიარებს, თუმცა ხელისუფლებას ამ ფორმის დათმობა უჭირს.