ვადის ამოწურვამდე 20 წუთით ადრე

ვადის ამოწურვამდე 20 წუთით ადრე ერაყის პარლამენტმა გადაწყვიტა, კიდევ ერთი კვირით
ვადის ამოწურვამდე 20 წუთით ადრე ერაყის პარლამენტმა გადაწყვიტა, კიდევ ერთი კვირით
- 22 აგვისტომდე - გადადოს ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტის დამტკიცება. ამ დოკუმენტის მიღების ვადა დღეს, ადგილობრივი დროით შუაღამისას იწურებოდა. ბოლო წუთებამდე მიმდინარე ინტენსიურმა მოლაპარაკებებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ცალკეული ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელთა შორის ჯერაც მოუგვარებელია უთანხმოება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. მაგალითად, ქურთები და შიიტები მხარს უჭერენ ქვეყნის ფედერაციულ მოწყობას, რასაც ეწინააღმდეგებიან სუნიტები, რომელთა აზრით, ფედერაციის შექმნა ერაყის დაშლას გამოიწვევს. სადავო საკითხია, აგრეთვე, ქვეყნის კანონმდებლობაში ისლამის როლი. თუ ქურთებისა და შიიტების უმრავლესობით წარმოდგენილი პარლამენტი კონსტიტუციის პროექტს დაამტკიცებს, ოქტომბერში ამ დოკუმენტს დასამტკიცებლად გაიტანენ საყოველთაო რეფერენდუმზე.