გაფიცვის გამო პარალიზებულია ლონდონის აეროპორტი

გაფიცვის გამო პარალიზებულია ლონდონის აეროპორტი ჰითროუ
გაფიცვის გამო პარალიზებულია ლონდონის აეროპორტი ჰითროუ
- კომპანია "ბრიტიშ ეირუეიზის" ყველა რეისი გაუქმდა, ან გვიანი საღამოსათვის გადაიდო. ხუთშაბათიდან აეროპორტში ათასობით მგზავრია თავმოყრილი. გაფიცვაში მომსახურე პერსონალი - მტვირთავები და ავტობუსის მძღოლები მონაწილეობენ. ისინი პროტესტს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ადმინისტრაციამ შტატები შეამცირა მსხვილ ფირმაში, რომელიც სურსათითა და სასმელებით ამარაგებს თვითმფრინავებს.