მეათე დღეა გრძელდება პეკინში მრავალმხრივი

მეათე დღეა გრძელდება პეკინში მრავალმხრივი მოლაპარაკება
მეათე დღეა გრძელდება პეკინში მრავალმხრივი მოლაპარაკება
ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებას შეერთებული შტატების, რუსეთის, იაპონიის, ჩინეთისა და კორეის ორი სახელმწიფოს მონაწილეობით ჯერჯერობით არ მოჰყოლია არსებითი პროგრესი. გუშინ ჩინეთმა "პრინციპების ფორმულირების" ახალი პროექტი წარმოადგინა. ოთხ წრედ ჩატარებულ მოლაპარაკებათაგან ეს ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა იყო მხარეებისა მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ კრიზისი დაიწყო ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ქრისტოფერ ჰილმა დღეს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას უფრო მეტად კონკრეტული, გამჭვირვალე ვითარება ესაჭიროებათ. იაპონიის დელეგაციის ხელმძღვანელმა კენიჩირო სასაემ განაცხადა, რომ მოლაპარაკების მორიგი წრის დამთავრება შეთანხმების გარეშე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს პეკინში დაწყებული პროცესის მიზანშეწონილობას.