ჯორჯ ბუში თანამემამულეებს მოუწოდებს, მოთმინება მოიკრიბონ და თავშეკავება გამოიჩინონ ერაყში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.
სამშაბათს საღამოს, ფორტ ბრეგის სამხედრო ბაზაზე გამოსვლისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერაყში დემოკრატიული წყობის მტრების დამარცხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის.
ჩრდილოეთი კაროლინის შტატში მდებარე ფორტ ბრეგის სამხედრო ბაზაზე შეკრებილ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს - მათი სახით კი მთელ ამერიკელ ხალხს - ჯორჯ ბუშმა მიმართა მოწოდებით, რწმენა არ დაკარგონ ერაყის ომის სამართლიანობაში, რადგან ეს ომი, პრეზიდენტის თქმით, მათსავე ინტერესებს ემსახურება.
[ჯორჯ ბუშის ხმა] "ერაყში საქმის კეთება ძნელი და სახიფათოა. ბევრი ამერიკელის მსგავსად, მეც ვხედავ ძალადობისა და სისხლისღვრის ამსახველ სურათებს. ყოველი ასეთი სურათი შემაძრწუნებელია, ხალხის ტანჯვა - რეალური. ამ ძალადობის შემხვედვარე ამერიკელები გვისვამენ კითხვას: ღირს კი ეს ყველაფერი ამდენ მსხვერპლად? დიახ, ღირს და ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოებისთვის."
ეს სიტყვები ბუშმა თავისი პოლიტიკური კარიერის არცთუ სახარბიელო ეტაპზე მყოფმა წარმოთქვა. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების თანახმად, პრეზიდენტის პოპულარობის რეიტინგმა მთელი მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. იგივე გამოკითხვები ადასტურებს, რომ სულ უფრო მცირდება იმ ამერიკელთა რიცხვი, ვინც მხარს უჭერს ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას. თუ გავიხსენებთ, რომ 2003 წლის მარტიდან მოყოლებული ერაყში უკვე 1700-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, ასეთი ტენდენცია გასაკვირი არ უნდა იყოს.
თავის გამოსვლაში ბუშმა უარით უპასუხა მოწოდებებს, შემუშავებულ იქნეს ერაყიდან ჯარების გაყვანის გრაფიკი. პრეზიდენტის აზრით, ამგვარი გრაფიკის დადგენა, ერთი მხრივ, ეჭვსა და შიშს დათესავდა მშვიდობიან ერაყელთა შორის, ხოლო მეორე მხრივ, წყალს დაასხამდა იმ მეამბოხეთა წისქვილზე, რომლებიც მოუთმენლად ელიან კოალიციის ჯარების წასვლას.
პრეზიდენტმა ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებს სტრატეგიის შეცვლას და მიზნად კვლავინდებურად მეამბოხეთა განადგურებას ისახავს. ამავე სტრატეგიის ნაწილად ბუშმა დაასახელა მონაწილეობა ერაყის შეიარაღებული ძალების წვრთნასა და აღჭურვაში, ერაყელი ხალხისთვის დახმარების გაწევა დემოკრატიაზე გადასვლის რთულ პროცესში. ჯორჯ ბუშმა 2001 წლის 11 სექტემბერიც გაიხსენა და განაცხადა, არც მაშინ შემპარვია ეჭვი, რომ ამერიკელები უკან არ დაიხევდნენ ამ ურთულესი გამოწვევის წინაშეო.
[ჯორჯ ბუშის ხმა] "ისინი ცდილობენ, შეარყიონ ჩვენი სიმტკიცე ერაყში, ისევე, როგორც ეს 2001 წლის 11 სექტემბერს სცადეს. მათ ეს არ გამოუვათ. ტერორისტებს არაფერი გაეგებათ ამერიკის. ამერიკელი ხალხი არ უფრთხის ხიფათს; არ დავუშვებთ, რომ ჩვენს მომავალს მანქანების ამფეთქებლები და მკვლელები განსაზღვრავდნენ."
რატომ მიიჩნია ჯორჯ ბუშმა საჭიროდ ერაყის საკითხზე სიტყვის წარმოთქმა მაინცდამაინც დღეს? რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა ენდრიუ ტალიმ ამ კითხვით მიმართა ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის ამერიკის ისტორიის პროფესორს ალან ლაიტმანს. პასუხად კი აი, რა მოისმინა:
[ალან ლაიტმანის ხმა] "ბუშს ესმის, რომ როგორმე უნდა დაარწმუნოს ამერიკელი ხალხი, რომ ერაყში სწორ გზას ვადგავართ; შეეცადოს, გაიუმჯობესოს საკუთარი რეიტინგი. ეს კი იოლი ამოცანა არ არის, რადგან საზოგადოებაში შეიქმნა ანგარიშგასაწევი სეგმენტი, რომელიც ერთსულოვანია მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაში."
ალან ლაიტმანმა, სხვათა შორის, ისიც აღნიშნა, რომ ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა შორის ბუშის მოწინააღმდეგეთა პროცენტული მაჩვენებელი 40-ს აღწევს.