უმაღლეს სასწავლებლებში - მათ შორის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში - რეფორმის სახელით დაწყებულმა ცვლილებებმა
უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ-მასწავლებელთა დიდი ნაწილი დაუპირისპირა. ეს უკანასკნელნი მიიჩნევენ, რომ რექტორი, პრეზიდენის მითითებით, უნივერსიტეტში არადემოკრატიულ პროცესებს ავითარებს და ამით არანაირად არ უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, პირიქით - აუარესებს მას. უნივერსიტეტის რექტორს რუსუდან ლორთქიფანიძეს პროფესორ-მასწავლებლების პრეტენზიების მოსმენა ორშაბათს უნივერსიტეტის დარბაზის შეკრებაზე მოუხდა. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რამდენად მწვავე იყო ეს შეხვედრა და რამდენად სერიოზულია რექტორთან მისი თანამშრომლების დაპირისპირება.
საუნივერსიტეტო დარბაზი ორშაბათს ინივერსიტეტში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით რექტორის მორიგი ახსნა-განმარტებების მოსასმენად შეიკრიბა. პროფესორ- მასწავლებლებს რექტორისგან პასუხის მოსმენა სხვადასხვა მწვავე შეკითხვებზე სურდათ, შეკითხვები კი იყო ასეთი: რა ლოგიკას და უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის განვითარების რა სტრატეგიას ეფუძნება ფაკულტეტების გამსხვილების გადაწყვეტილება? უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას აქვს თუ არა, საერთოდ, შემუშავებული ასეთი სტრატეგია? რა უფლებით და რა სინდისით მოაწერა ხელი რექტორმა ერთბაშად უნივერსიტეტის 800 თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებას? და ასე შემდეგ. დავიწყოთ ამ უკანასკნელ შეკითხვაზე რექტორის პასუხით, რადგან დიდი დარბაზის შეკრებაზე ყველაზე მწვავე რეაქცია სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხს მოჰყვა.
[რუსუდან ლორთქიფანიძის ხმა] ”ის სიები არ არის ჩემი ხელმოწერილი; ის სიები, თქვენ ძალიან კარგად იცით, საიდან არის...”
[პროფესორ-მასწავლებლების ხმები ] ” მაშინ გადადექი! გადადექი! გადადექი! გადადექი!.”
ეს შეძახილები მოჰყვა რექტორის განმარტებას იმის შესახებ, რომ მას არ გადაუწყვეტია უნივერსიტეტის სამეცნიერო-ლაბორატორიების თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება, რომ ისინი შემცირებულთა რიგებში განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით მოხვდნენ, რისი მიზეზიც, თავის მხრივ, დაფინანსების საკითხი გახდა. რექტორმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის კადრების 800 თანამშრომლით შემცირების შესახებ აქამდე თავადაც არაფერი იცოდა, რაზედაც მიიღო საპასუხო შეკითხვა:
[ერთ-ერთი ლექტორის ხმა] ”თუკი თქვენ ამბობთ, რომ ეს თქვენი ხელით არ მომხდარა და ამის შესახებ თქვენ არაფერი იცოდით, მე მინდა გკითხოთ: იცით თქვენ, საერთოდ, რა ხდება და საით მიდის უნივერსიტეტი? ”
პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვები ტრიალებდა ასეთი თემის გარშემო: რა ხდება და საით მიდის უნივერსიტეტი ? საერთოდ, რა უნდა და რისთვის უკავია რექტორის პოსტი რუსუდან ლორთქიფანიძეს?
[კოტე ჯანდიერის ხმა] ”მე მინდა გკითხოთ, რას ეფუძნება ფაკულტეტების გაერთიანება, სტრატეგიულ გეგმასა და მოსალოდნელი შედეგების ანალიზს თუ კახა ლომაიას იდეოლოგის, გიგი თევზაძის, ნაბოდვარს ე. წ. ლიბერალური სწავლების შესახებ.”
ამ და სხვა შეკითხვებზე რექტორის პასუხი იყო:
[რუსუდან ლორთქიფანიძის ხმა] ”ყველაფერი, რაც ხდება, არის უნივერსიტეტის სასარგებლოდ. ”
იმას, რასაც რუსუდან ლორთქიფანიძე უნივერსიტეტის სასიკეთოდ მიიჩნევს, პროფესორ-მასწავლებლების დიდ ნაწილს უნივერსიტეტის საზიანოდ მიაჩნია. არ არის გამორიცხული, მათ კარები აუჭედონ რექტორს და, უნივერსიტეტის გადარჩენის ლოზუნგით, საპროტესტო აქციებს მიმართონ.