იმაზე, თუ ვინ უნდა აირჩიოს თბილისის მერი - საკრებულოს უმრავლესობამ თუ თავად თბილისელებმა, მარტო პარლამენტში არ მსჯელობენ.
სადავო საკითხზე საკუთარი მოსაზრებები თბილისის ამჟამინდელ საკრებულოშიც აქვთ და ამ მოსაზრებებს გამოხატავენ საკრებულოს სხდომაზე თუ ჟურნალისტებთან საუბრისას. პოზიციები საკრებულოშიც გაყოფილია. რას ფიქრობენ იქ მერის არჩევის წესზე და როგორ უდგებიან იქ თბილისელების პრობლემებს?
თბილისის საკრებულოში უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობისაა, თბილისის მერი კი ამავე პარტიის ლიდერის - პრეზიდენტის - დანიშნულია. მიუხედავად ამისა, საკრებულოს სხდომებზე ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები ერთგვარი სიამაყით აღნიშნავენ ხოლმე, რომ მერს საკრებულოს დღევანდელი შემადგენლობისთვის თითის დაქნევა არ შეუძლია:
[ხმა საკრებულოს სხდომიდან] ”არა მგონია, მერს ისეთი გავლენა ჰქონდეს საკრებულოს დღევანდელ შემადგენლობაზე , რომ მის თითის დაქნევაზე შევცვალოთ საკითხები.”
იცვლება თუ არა მერის თითის დაქნევით საკრებულოში საკითხები, აქვს თუ არა რაიმე ძალა მმართველი უმრავლესობის ოპოზიციას, რომელიც რამდენიმე პარტიის წარომადგენლობისგან შედგება, გადაწყვეტილებებს უმრავლესობა იღებს. საამაყო საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებსაც აქვთ, კერძოდ ის, რომ ოპოზიცია მათ გადაწყვეტილებებს ვერ უკარნახებს. ასეთ პირობებში, რაღა თქმა უნდა, უმრავლესობაა პასუხისმგებელი თბილისელების წინაშე და მიწისძვრით დაზარალებული თბილისელების შეკითხვას, რატომ არ გახდა თბილისის საკრებულოსა და მთავრობისთვის მიწისძვრით დაზარალებულების პრობლემის გადაწყვეტა წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი, საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ნანული ქაჯიბაია უკვე განსაზღვრული პრიორიტეტების ჩამოთვლით უპასუხებს:
[ნანული ქაჩიბაიას ხმა] ”აქ არის მიზნობრივად განსაზღვრული - გზების საკითხი უნდა მიიყვანო ბოლომდე; იქ არის პროგრამა, რომელიც ეხება მღრღნელებს, ასევე აუცილებელია თანხა ფასადებისთვის. არის თუ არა ქალაქში სასიამოვნო მდგომარეობა?” (სტილი დაცულია)
ასეთი სასიამოვნო მდგომარეობისთვის - ფასადების შეკეთება-შეღებვისთვის - თბილისის ბიუჯეტში მობილიზებული დამატებითი 20 მილიონიდან 3 მილიონ-ნახევარი იქნა გათვალისწინებული, გზის საფარის აღდგენისთვის -11 მილიონზე მეტი, გარე განათებისთვის - 2 მილიონ-ნახევარი, სხვადასხვა პროგრამებისთვის, მათ შორის, პროგრამა “პატრიოტის” დაფინანსებისთვის -დაახლოებით ნახევარი მილიონი. მიწისძვრით დაზარალებულების საკითხი პრიორიტეტებს შორის ვერ მოექცა.
თბილისის მთავრობა დროებითი თავშესაფრით წელს მათგან 500-მდე ოჯახს უზრუნველყოფს , თუმცა დახმარებას გაცილებით მეტი ოჯახი საჭიროებს. თბილისის ისტორიულ უბნებში - და არამარტო იქ - უამრავი საცხოვრებელი სახლი ითხოვს გამაგრებას, საკრებულოს უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ პირველი რიგის ამოცანა მაინც ფასადების შეღებვაა, რათა თბილისის სტუმრებმა არ თქვან, ეს რა ნაცრისფერ ქალაქში ცხოვრობთო. უმრავლესობის წარმომადგენლებს აზრი მერის არჩევის წესთან დაკავშირებითაც აქვთ ჩამოყალიბებული:
[ნანული ქაჩიბაიას ხმა] ”ვეთანხმები მერის არჩევას, - მერის პირდაპირი გზით არჩევას, - მაგრამ არა ამ ეტაპზე. ჩვენ არ ვართ მზად მერის არჩევისთვის.”
”ჩვენ არ ვართ მზად მერის პირდაპირი გზით არჩევისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ არ ვართ სამოქალაქო საზოგადოება”- ასე ფიქრობენ საკრებულოს უმრავლესობაშიც, პარლამენტის უმრავლესობაშიც. არადა, რევოლუციის დღეებში ამ უმრავლესობის ლიდერები ამაყობდნენ იმით, რომ სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენდნენ.