აფხაზეთზე გავლით სარკინიგზო მოძრაობის აღდგენის საკითხი ისევ აქტუალურია. სწორედ ეს საკითხი გახდა მსჯელობის საგანი მოსკოვში დაწყებულ ქართულ-აფხაზურ
მოლაპარაკებებზე. მასზე მხარეებმა მოსკოვი-სოხუმი-თბილისი- ერევნის სარკინიგზო ხაზის აღდგენის პერსპექტივებზე მსჯელობა გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვის პარალელურად დაგეგმეს. შეგახსენებთ: თავის დროზე რკინიგზის აღდგენის პროცესის პარალელურად გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების დაწყებაზე ედუარდ შევარდნაძე და ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რკინიგზის აღდგენის საკითხს ცოტა სხვაგვარად უდგება და აცხადებს, რომ მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო ხაზის აღდგენა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების წარმატებაზეა დამოკიდებული. როგორ უყურებენ საქართველოში აფხაზეთზე გავლით სარკინიგზო მოძრაობის აღდგენის მოთხოვნას - მოთხოვნას, რომელიც უფრო რუსეთიდან და სომხეთიდან მოდის, ვიდრე აფხაზეთიდან?
დავიწყოთ საკითხისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებით: ხელისუფლების პირველი პირები აცხადებენ, რომ მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო ხაზის აღდგენა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების წარმატებაზეა დამოკიდებული. წარმატებაში კი არ უნდა იგულისხმებოდეს დევნილების მხოლოდ გალის რაიონში დაბრუნებაზე შეთანხმების მიღწევა. “ მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო რეისის განახლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას მთელი რიგი საკითხების კომპლექსური გადაწყვეტა უნდა დაუკავშირდეს. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ რკინიგზის აღდგენის თემაზე მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლებისთვის სხვა საკითხებზე მოლაპარაკების წინა მოთელვით სამუშაოს წარმოადგენსო,” - ამბობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავია. შეკითხვას, თავად დაუჭერდა თუ არა მხარს აღნიშული სარკინიგზო ხაზის ამოქმედებას, ის უპასუხებს: ”მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარკინიგზო ხაზის აფხაზეთზე გამავალი მონაკვეთი საქართველოს რკინიგზის ნაწილად განისაზღვრება, თუ საქართველოს ინტერესებთან შეთავსებით გადაწყდება სარკინიგზო ხაზის აღდგენასთან დაკავშირებული მთელი რიგი ისეთი საკითხები, როგორიცაა: ვინ აღადგენს რკინიგზის ამ ვრცელ მონაკვეთსს, ვინ მოემსახურება, ვინ დაიცავს მას და ასე შემდეგ.” მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო ხაზის აღდგენის მოთხოვნისადმი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დამოკიდებულება ფრთხილია და, აი, რატომ:
[თემურ მჟავიას ხმა] ”ეს საკითხი ღრმა პოლიტიკური დატვირთვისაა. ამ ხაზით მოსკოვი უკავშირდება ისეთ ქვეყნებს, რომელთა მიმართაც საერთაშორისო თანამეგობრობას სერიოზული პრეტენზიები აქვს. ”
საქართველოზე გამავალი სარკინიგზო ხაზით ასეთ ქვეყნებთან რუსეთის დაკავშირება საქართველოსთვის თავისთავად გარკვეული რისკი იქნება, თუმცა სარკინიგზო ხაზის აღდგენის მომხრე ქართველი ექსპერტები ფიქრობენ, რომ საკითხის ჭკვიანურად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველო შეძლებს ამ და სხვა რისკების მინიმუმადე დაყვანას. პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთის, სომხეთის და, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებისთვის მომგებიანი სარკინიგზო ხაზი უშუალოდ ქართველებმა და აფხაზებმა უნდა აღადგინონ, საქმეში რუსეთის ზედმეტი ჩარევის გარეშე.
[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ რკინიგზას აღადგენს საქართველო და მასთან ერთად აფხაზები. რუსები თანახმა არიან ჩადონ ფული, სომხებიც, მაგრამ პოლიტიკური კუთხით მომგებიანი იქნება იმის თქმა, რომ რკინიგზას აღვადგენთ ქართველები და აფხაზები. რუსებმა მისცენ ფული აფხაზებს, მაგრამ ნუ იქნება რუსული ეს საქმე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდნენ აფხაზეთში სამუშაოდ რუსი სპეციალისტები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იმოძრაოს ამ რკინიგზაზე ტვირთმა, რომლის შესახებ არ ეცოდინება საქართველოს. ”
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობის სარკინიგზო ხაზი აღდგენის შემთხვევაში საქართველოს ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყარო გახდება და, ამავდროულად, თავისთავად, ყოველგვარი ლეგალიზაციის გარეშე, შეიყვანს დევნილებს ოჩამჩირის რაიონის ჩათვლით მაინც, რადგან აფხაზეთში გაჩნდება მუშახელის სერიოზული მოთხოვნილება. მაგრამ ყველაფერი ჯერჯერობით ფიქრისა და განსჯის საგანია.