ჩინეთში დღეს პეკინში, ტიანანმენის მოედანზე

ჩინეთში დღეს პეკინში, ტიანანმენის მოედანზე მომხდარი
ჩინეთში დღეს პეკინში, ტიანანმენის მოედანზე მომხდარი
ტრაგიკული მოვლენების 16 წლისთავი აღინიშნება. სხვადსხვა მონაცემებით, სტუდენტების დემონსტრაციის დაშლას რამდენიმე ასეული ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლებამ წინასწარ დაიკავა თადარიგი მოსალოდნელი არეულობის თავიდან ასაცილებლად. პეკინის ცენტრი პოლიციელების მიერ არის ალყაშემორტყმული, რამდენიმე აქტივისტს კი, როგორც იუწყებიან, უშიშროების სამსახურმა სახლიდან გასვლის საშუალება არ მისცა.