გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი გამოვიდა მოწოდებით, არ მოხდეს იმ ვითარების დრამატიზება,

რომელიც შეიქმნა რეფერენდუმების ჩავარდნის შემდეგ საფრანგეთსა და ნიდერლანდებში, სადაც მოქალაქეთა უმრავლესობამ ევროპის კავშირის კონსტიტუციას უარი უთხრა. შრიოდერმა ამის შესახებ განაცხადა ბრიუსელში ევროკავშირის თავმჯდომარესთან, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ჟან-პიერ იუნკერთან შეხვედრის შემდეგ. ევროკავშირის მომავლის საკითხი განხილულ იქნება კავშირის ლიდერთა სპეციალურ სამიტზე 16-17 ივნისს. კონსტიტუცია ძალაში ვერ შევა, თუკი მას 25-ვე წევრი ქვეყანა არ მოიწონებს. ჯერჯერობით ეს ათმა წევრმა გააკეთა.