რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში იწყებს მოძრაობას ბიზნესის მხარდასაჭერად, მათ შორის: ” საქართველოს სტრატეგიული განვითარებისა და კვლევების ცენტრი”,
”ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია” და ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”. მათმა წარმომადგენლებმა ბიზნესის განვითარების ხელის შემშლელი პირობების წინააღმდეგ ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის გაერთიანება დაგეგმეს, ვინაიდან მიიჩნევა, რომ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის არასტაბილური გარემოა შექმნილი. მაინც როგორ აპირებენ არასამთავრობოები ბიზნესის მხარდაჭერას?
მესამე სექტორს ბიზნესის მხარდაჭერა რამდენიმე გზის გამოყენებით შეუძლია. როგორც ჩვენთან საუბრისას ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა ანა დოლიძემ აღნიშნა, ესენია:
[ანა დოლიძის ხმა] ”კონსულტაცია, რასაც ისედაც ვაკეთებთ, არის ლობირების მექანიზმი და მედიატორობა. როცა არსებობს გარკვეული დავები და ამ დავებისას შეიძლება ვილაპარაკოთ ბიზნესინტერესების დაცვაზე, ჩვენ შეგვიძლია წამოვიწყოთ გარკვეული კამპანია იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებას სხვა ენა არ ესმის. ”(სტილი დაცულია)
ანა დოლიძის მიერ ჩამოთვლილი მექანიზმების გამოყენება ბიზნესს ნამდვილად რომ სჭირდება, ამაზე შეთანხმება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავად ბიზნესის წარმომადგენლების კონსულატაციებზე შედგა. ორივე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოში ბიზნესისადმი დამოკიდებულება, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ბიზნესი კვლავაც შანტაჟისა და სახელმწიფო რეკეტის ობიექტია.
სიახლე არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ ყველაფერ ამას ხელს უწყობს მუდმივად ცვალებადი კანონმდებლობა, საერთო ჯამში კი, ბიზნესის განვითარებისთვის არასტაბილური გარემო.
[გიორგი ისაკაძის ხმა] ”ძირითადი პრობლემები უკავშირდება ცვალებად საკანონმდებლო ბაზას. მთლად პროგნოზირებადი გარემო ამ ქვეყანაში ვერ შეიქმნა.
ამის უმთავრესი განმსაზღვრელი იქნებოდა სტაბილური კანონმდებლობა და პროგნოზირებადი გადაწყვეტილებები ეკონომიკასა და ფინანსებში. ”
ეს საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ისაკაძე გახლდათ. ის იმედოვნებს, რომ მესამე სექტორის მხარდაჭერა ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების დაძლევის საქმეს წაადგება. თუმცა მთავარია, რამდენად შეძლებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის მედიატორის როლის შესრულებისას ხელისუფლება დაარწმუნონ, მაგალითად, იმაში, რომ ახალმა - ერთი შეხედვით, ლიბერალურმა - საგადასახადო კოდექსმა ბიზნესი სახელმწიფოსთან ანგარიშსწორების საბჭოურ რეალობაში დააბრუნა. სწორედ ასე ფიქრობენ ”ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში”:
[“ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” წარმომადგენლის ხმა] ”ყველაფერზე ცნობის შევსება, ყველაფერზე დეკლარაციის ფორმის შევსება ვერ არის აღრიცხვიანობის მომწესრიგებელი. ახალი საგადასახადო კოდექსის ადმინისტრაციული ნაწილი ბუნდოვანი, ორმაგი გაგების მოთხოვნების შემცველია და, რამდენიმეთვიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მას ბიზნესი ჩიხში შეჰყავს.”(სტილი დაცულია)
ამას გარდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ბიზნესის განვითარებას სერიოზულად უშლის ხელს რიგი ჩინოვნიკების ძალისხმევა შექმნან არაკონკურენტული გარემო ისეთ სფეროებში, როგორიც არის შესყიდვების სფერო ანდა პრივატიზაცია. ” ამ პროცესებში მონაწილეობა ყველას უნდა შეეძლოს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ახლო კონტაქტები ამა თუ იმ ჩინოვნიკთანო”, - აცხადებენ მესამე სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბიზნესის წარმომადგენლებთან მათ ნაკლებად ბიუროკრატიული და კანონმორჩილი ხელისუფლების მოთხოვნილება აერთიანებთ. ბიზნესის მხარდასაჭერად კონკრეტულ ღონისძიებებს ისინი უახლოეს მომავალში დაგეგმავენ.