აფხაზური კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა ორშაბათს

აფხაზური კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა ორშაბათს
აფხაზური კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა ორშაბათს
საღამოს გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებიდან კიდევ ერთი ქართველი, დავით კაკალია გაიტაცეს. გალის ლეგიტიმური გამგეობის ინფორმაციით, კაკალიას თავისი კუთვნილი ტრაქტორით გალის რაიონიდან ზუგდიდის მიმართულებით ჯართი გადაჰქონდა. აფხაზური კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა კაკალია გააჩერეს და ჯართის ჩაბარების შემდეგ დანიშნულ ადგილზე თანხის მიტანა მოსთხოვეს. არსებული ინფორმაციით, კაკალიამ ფული დანიშნულ ადგილზე მიიტანა, თუმცა ის მოგვიანებით სახლიდან გაიხმეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. გამტაცებლები კაკალიას გათავისუფლების სანაცვლოდ ოჯახს გამოსასყიდს სთხოვენ.