ხშირად არ ვხდებით მოწმენი იმისა, რომ საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით ნაკლებად მნიშვნელოვანი ესა თუ ის ქვეყანა ზედიზედ რამდენიმე დღის მანძილზე რჩებოდეს
მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თუ დიდი ტელეკომპანიების ახალი ამბების გამოშვებებში, გაზეთების პირველ გვერდებზე ასეთი ქვეყნის თემა დომინირებს, ეს, უმეტეს შემთხვევაში, ავის მანიშნებელია. ასეთ დროს, როგორც წესი, საუბარია აფეთქებებზე, თავდასხმებზე, მსხვერპლზე... ასეა ამჯერადაც, უზბეკეთის შემთხვევაში. როგორც ამ ქვეყნის ოპოზიციური მოძრაობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, გასულ პარასკევს, ქალაქ ანდიჟანში, სამთავრობო ძალების მიერ დახოცილ დემონსტრანტთა რიცხვი 750-ს აღწევს. არადა, ხელისუფლებას სულ სხვა ციფრი - 169 - მოჰყავს.
როგორი რეაქცია მოჰყვა უზბეკეთის მოვლენებს დასავლეთში? დავიწყოთ "ამნესტი ინტერნეშნლით". ადამიანის უფლებათა დამცველი ეს საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ უზბეკეთში მომხდარი ტრაგედიის ნამდვილ მიზეზებსა და ნამდვილ დამნაშავეებს მხოლოდ დამოუკიდებელი გამოძიება დაადგენს. დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში "ამნესტი" სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ანდიჟანში მომხდარი არეულობა უზბეკეთის ხელისუფლებამ, შესაძლოა, მომავალშიც გამოიყენოს მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევის საბაბად.
ეს რომ არ მოხდეს, დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები უზბეკეთის ლიდერებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ და მკაცრად ჰგმობენ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენების ფაქტებს. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს დიდი ბრიტანეთი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ "ყოვლად გაუმართლებელი" უწოდა დემონსტრანტთა წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას და უზბეკეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ანდიჟანში შესვლის საშუალება მისცეს ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დიპლომატებსა და ჟურნალისტებს.
[ჯეკ სტროს ხმა] "თუ მოხერხდა ევროკავშირის ელჩებისა და ჟურნალისტების ანდიჟანში ჩაყვანა, რათა მათ თავად შეძლონ ვითარების შეფასება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება."
ჯეკ სტროსა და მაღალი რანგის სხვა დიპლომატების ასეთმა მოთხოვნამ შედეგი გამოიღო. დღეს ტაშკენტში დიდი ბრიტანეთის ელჩი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ხვალ ანდიჟანში გაემგზავრება ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისა და ჟურნალისტებისგან შემდგარი დელეგაცია. ამ ჯგუფში რადიო "თავისუფლების" უზბეკური სამსახურის კორესპონდენტი სადრიდინ აშუროვიც იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს, მსმენელს სარწმუნო ინფორმაცია მივაწოდოთ.
ჯერჯერობით კი იმის თქმა შეიძლება, რომ უზბეკეთში მომხდარი მოვლენები უხერხულ მდგომარეობაში აყენებს როგორც უკვე ნახსენებ დიდ ბრიტანეთს, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს. დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ერთმაც და მეორემაც უზბეკეთი თავის მოკავშირედ გამოაცხადა ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომში. თავის მხრივ, ტაშკენტმა საერთაშორისო კოალიციის ძალებს -რეგიონული ოპერაციების ჩასატარებლად - კარში-ხანაბადის სამხედრო-საჰაერო ბაზა დაუთმო.
გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანდიჟანის საკითხში უზბეკეთის ხელისუფლების კრიტიკა სულაც არ ნიშნავს, თითქოს ლონდონი ტაშკენტის მიმართ პოზიციას იცვლიდეს. სტრომ დასძინა, რომ ტაშკენტი ახლა უფრო მკვეთრ პრიზმაში დაინახავს მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს.
კრიტიკული ხმები ორშაბათს გაისმა ვაშინგტონიდანაც, სადაც პირველ დღეებში მკვეთრი შეფასებებისგან აშკარად თავს იკავებდნენ. აი, რა თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა:
[რიჩარდ ბაუჩერის ხმა] "ღრმად შეგვაშფოთა ცნობებმა, რომ გასულ პარასკევს უზბეკეთის ხელისუფლებამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს. გადაჭრით ვგმობთ ძალის გაუმართლებელ გამოყენებას შეუიარაღებელი მოქალაქეების წინააღმდეგ და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულთა გამო. მოვუწოდეთ და კვლავაც მოვუწოდებთ უზბეკეთის მთავრობას, თავშეკავება გამოიჩინოს და შევახსენებთ მას, რომ ძალადობა ხანგრძლივ სტაბილურობას ვერ მოიტანს. ეს მკაფიოდ განვუცხადეთ უზბეკეთის მაღალი რანგის პირებს როგორც ვაშინგტონში, ისე ტაშკენტში."
უზბეკეთის ხელისუფლებას, ისევე, როგორც დემონსტრანტებს, თავშეკავებისკენ მოუწოდა გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმაც.