ერაყში გათავისუფლებულ იქნა ანბარის პროვინციის

ერაყში გათავისუფლებულ იქნა ანბარის პროვინციის გუბერნატორი,
ერაყში გათავისუფლებულ იქნა ანბარის პროვინციის გუბერნატორი,
რომელიც სამშაბათს მოიტაცეს მეამბოხეებმა. ამ უკანასკნელებმა გუბერნატორი თვითონ გაათავისუფლეს - მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედრო შენაერთებმა დატოვეს ერაყის ჩრდილო-დასავლეთი რაიონები, სადაც ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს. დღეს ქალაქ ბაქუბაში მეამბოხეები თავს დაესხნენ დიალის პროვინციის გუბერნატორის ავტოკოლონას. ორმხრივი სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. თავად გუბერნატორი არ დაშავებულა.