ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დასრულდა, თუმცა ჯერ კიდევ არ განმუხტულა საზეიმო განწყობილება, რომელიც იქ ჯორჯ
ბუშის ჩასვლამ გამოიწვია. საქართველოში ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ 9-10 მაისისთვის უჩვეულოდ გალამაზებული აბანოთუბანი , იქ აცეკვებული ამერიკის პრეზიდენტი და, რაც მთავარია, მისი გამოსვლა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დროშებით აჭრელებულ, ხალხით გაჭედილ თავისუფლების მოედნაზე. 9 -10 მაისი თბილისში ნამდვილად იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის, აგრეთვე თავისუფლებისა და იმედის დღესასწაული - იმ იმედის, რომ საქართველო აღარასოდეს დარჩება მარტო დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის ბრძოლაში.
როგორი იყო ჯორჯ ბუშის ვიზიტის მეორე დღე საქართველოში?
ჯორჯ ბუშის ვიზიტმა საქართველოში სერიოზული იმედები კონკრეტული მიმართულებებით გააჩინა. იმ ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილს დემოკრატიის საკითხებისადმი დამოკიდებულებას უწუნებენ, გაუჩნდათ იმედი, რომ ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში, ამ ვიზიტისას მის მიერ და მის წინაშე გაკეთებული განცხადებები დემოკრატიის საკითხებისადმი ხელისუფლების მიდგომას გააჯანსაღებს. ხელისუფლებას კი გაუჩნდა სერიოზული იმედი იმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რუსეთის ზღვარგადასული ქმედებებისგან მეტად დაიცავს. უფრო მეტიც, როგორც პარლამენტში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ აღნიშნა, საქართველომ შეერთებული შტატებისგან ამის გარანტიაც კი მიიღო.
თუ რა ითქვა უფრო კონკრეტულად ამ შეხვედრაზე, შეხვედრის მონაწილეებმა იციან. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ჯორჯ ბუშის იმ საჯარო, მართლაცდა, უმნიშვნელოვანეს განცხადებებზე, რომლებიც თბილისში ოფიციალური შეხვედრების შემდეგ გაკეთდა ჯერ პარლამენტის შენობაში გამართულ პრესკონფერენციაზე, შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე - მას ესწრებოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და თეთრი სახლის სხვა ოფიციალური წარმომადგენლები - გაკეთდა ძალიან კონკრეტული მინიშნება იმის თაობაზე, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტაში ამერიკის შეერთებული შტატების სერიოზული დახმარების და ამ საქმეში სერიოზული წარმატების მიღწევის იმედიც. ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ ძალიან აფასებს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის სურვილს; ამას გარდა, აღინიშნა, რომ მოსკოვში, პუტინთან შეხვედრისას, განიხილებოდა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი. “მე ვიცი, რომ ეს საკითხი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რუსეთი მზადაა ეუთოს სამიტზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის,” - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ამავე პრესკონფერენციაზე ძალიან საინტერესო იყო ბუშის გამოსვლის ის ნაწილი, რომელშიც ითქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე მეტია, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველო რეგიონსა და მახლობელ აღმოსავლეთში, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, სამაგალითო ქვეყნად ყალიბდება. ეს განცხადება ქართველმა ექსპერტებმა საქართველოსთვის სერიოზული პასუხისმგებლობის დაკისრებად მიიღეს და, ალბათ, ასეც იყო. უკვე თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ახალ როლს და ამ როლის მნიშვნელობას საქართველოსა და, ამავდროულად, მისი ახლო თუ შორეული მეზობლებისთვის:
“ თავისუფლების თესლი, რომელსაც თქვენ ქართულ მიწაში თესავთ, მთელ მსოფლიოში ღვივდება. მე აქ ჩამოვედი, რათა თქვენი გამბედაობისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ამერიკელი ხალხი აფასებს თქვენს მეგობრობას და მოხიბლულია თქვენი სიმტკიცით. ღმერთი იყო თქვენი მფარველი, საქართველოს გაუმარჯოს!”
მანამდე კი იყო მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა. მან მთელი საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის პრეზიდენტს იმ თანადგომისთვის, რომელიც ამ ქვეყანამ საქართველოს მიმართ გამოხატა დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის. შთამბეჭდავი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის ის ნაწილი, რომელშიც მან საქართველოსა და, საერთოდ, თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხებისთვის შეერთებული შტატების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ მე მქონად შესაძლებლობა მესმინა თქვენი მეორე საინაუგურაციო გამოსვლისთვის. თქვენ მაშინ თქვით: ყველამ, ვინც ცხოვრობს ტირანიაში, უნდა იცოდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპატიებს იმათ, ვინც გჩაგრავთ თქვენ. იმ საღამოს მეგონა, რომ მე მომმართავდით, ჩვენს თავისუფლებას იცავდით და თქვენი სიტყვა დღეს შეასრულეთ. “
სააკაშვილმა მიიღო ის ახალი პასუხისმგებლობა, რომელზეც ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ და დადო კიდევ პირობა, რომ საქართველო იქნება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დემოკრატიის გავრცელებისთვის ბრძოლაში. ეს ნიშნავს, რომ საქართველო უნდა იყოს სამაგალითო დემოკრატიის მშენებელი სახელმწიფო და ის, თუ რამდენად შესრულდება ეს პირობა, იქნება სწორედ გადამწყვეტი საქართველოსადმი შეერთებული შტატების შემდგომი დამოკიდებულებისათვის - შეერთებული შტატებისა, რომლის პრეზიდენტიც აცხადებს, რომ ამერიკა მოუთმენლად ელის ნატოში საქართველოს გაწევრიანებას და, ამასთანავე, საქართველოში ძლიერ დემოკრატიას.