წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისათვის მთავრობა პარლამენტს

წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისათვის მთავრობა პარლამენტს ბიუჯეტში
წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისათვის მთავრობა პარლამენტს ბიუჯეტში
ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმართავს და 20 მლნ ლარის გამოყოფას სთხოვს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ვალერი ჩეჩელაშვილმა ოთხშაბათს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა პარლამენტს ბიუჯეტიდან საგზაო ფონდისათვის 15 მლნ ლარის, ხოლო მთავრობის სარეზერვო ფონდისათვის 5 მლნ ლარის გამოყოფის შესახებ ოთხშაბათს მიმართავს. ჩეჩელაშვილის განმარტებით, 15 მლნ ლარი წყალდიდობის შედეგად დაზიანებული საგზაო კომუნიკაციების აღდგენას მოხმარდება, ხოლო 5 მლნ ლარი - სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარებას.