უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილ

უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილ უფროსს ლევან კენჭაძეს
უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილ უფროსს ლევან კენჭაძეს
უზენაესმა სასამართლომ ოთხშაბათს განაჩენი გამოუტა და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კენჭაძე გასულ წელს დააკავეს სამართალდამცავმა ორგანოებმა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. გამოძიება კენჭაძეს სახელმწიფოს კუთვნილი იარაღის უკანონოდ ჩამოწერასა და უტილიზაციას ედავება, რითაც სახელმწიფოს 18 ათასი ლარის ზარალი მიადგა. პროცესს ესწრებოდა განსასჯელიც, რომელმაც სასამართლო დარბაზი განაჩენის მოსმენის შემდეგ უკომენტაროდ დატოვა.