1971 წლის დეკემბრეში მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა
გაავრცელეს ცნობა, რომელმაც ყველა კინოს მოყვარული შეძრა – დიდმა იაპონელმა რეჟისორმა აკირა კუროსავამ ვენები გადაიჭრა. საბედნიეროდ, კუროსავა გადაარჩინეს. უფრო მეტიც, რეჟისორმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანში შეეცდება იშოვოს ფული ახალი ფილმის გადასაღებად. ყველასათვის მოულოდნელად იაპონელ რეჟისორს საბჭოთა კავშირიდან გამოეხმაურნენ. მსოფლიო კინოს კლასიკოსმა “დერსუ უზალას” გადაღება დაიწყო. 1975 წელს კუროსავას ახალი ფილმის პრემიერა ერთდროულად შედგა მოსკოვსა და ტოკიოში. ერთი წლის შემდეგ “დერსუ უზალა” ამერიკული “ოსკარით” აღინიშნა. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” დღეს კუროსავას ამ ფილმს გავიხსენებთ. ცხოველთა უფლებების საერთაშორისო კომიტეტის წევრები 40 წლის წინ გადაღებულ “დერსუ უზალას” დღევანდელი გადასახედიდან შეაფასებენ.
1965 წელს - თავისი ახალი ფილმის, “ჟღალი წვერის”, პრემიერის შემდეგ - აკირა კუროსავამ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ “რასემონის” ავტორი ცოცხალი კლასიკოსია, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიონ არა მარტო იაპონიაში, არამედ დასავლეთშიც. ამას დაემატა კუროსავას სურათის, “შვიდი სამურაის”, ამერიკული რიმეიკის, “შესანიშნავი შვიდეულის”, წარმატება მსოფლიო ეკრანებზე. ჰოლივუდში იაპონელი რეჟისორის შემოქმედებით დაინტერესდნენ და ამერიკაში სამუშაოდ მიიწვიეს. კუროსავასთან მუშაობის სურვილი ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანმა პროდიუსერებმა გამოთქვეს. დაიწყო გადაღებები ფილმისა “ტორა, ტორა!”, რომლის პომპეზური პრემიერა 1969 წლის მიწურულს, ე.ი. “ოსკარის” გადაცემის ცერემონიალამდე ორი თვით ადრე, დაიგეგმა იმ მოტივით, რომ იაპონელი კინოკლასიკოსი ამერიკელ კინოაკადემიკოსთა შოუს ტრიუმფატორი გახდებოდა. ფილმის გადაღება დაწყებული იყო, როცა კუროსავამ უარი განაცხადა გაეთვალისწინებინა ამერიკელ პროდიუსერთა მოთხოვნები, უხეშად დაარღვია კონტრაქტი, იაპონიაში დაბრუნდა და მცირებიუჯეტიანი ფილმის, “დოდესკადენის”, გადაღებას შეუდგა.
იმხანად იაპონური კინოწარმოების მნიშვნელოვანი წილი სწორედ ამერიკულ ფირმებს ეკუთვნოდა. კუროსავაზე განრისხებულმა ჰოლივუდმა კამპანია გააჩაღა იაპონელი რეჟისორის წინააღმდეგ არა მარტო ამერიკაში, არამედ კუროსავას სამშობლოშიც. მიზანი მიღწეული იყო – “დოდესკადენმა” კატასტროფული მარცხი განიცადა. ერთადერთი კინოფესტივალი, რომელიც კუროსავას სურათის ჩვენებაზე დათანხმდა, მოსკოვის საერთაშორისო კინოფორუმი იყო. 1971 წლის ზაფხულში აკირა კუროსავა საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა და პირადად გახდა მოწმე “დოდესკადენის” წარმატებისა – საბჭოთა კინოგამქირავებლებმა სურათს სახელი შეუცვალეს, დაარქვეს “ტრამვაის ბორბლების ხმაურში”, ფერადი ფილმი რატომღაც შავ-თეთრ ფირზე გადაიტანეს, გაახმოვანეს და კინოთეატრებში უჩვენეს.
მაგრამ კუროსავასთვის ესეც ვერ გახდა ნუგეში. წლის ბოლოს დიდ რეჟისორს დეპრესია გაუმძაფრდა. იგი საკუთარი სახლის აბაზანაში ჩაიკეტა და ვენები გადაიჭრა. ექიმები ერთი კვირის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. იაპონია შოკში იყო. საბჭოთა კავშირში კი ამ ამბავს პოლიტიკური ინტერპრეტაცია მისცეს. ყველაფერი ჰოლივუდს და, რა თქმა უნდა, კაპიტალიზმს დააბრალეს. იმხანად, როცა ქვეყნიდან ათასობით ებრაელი აპირებდა ისრაელში გამგზავრებას, როცა განსაკუთრებით გააქტიურდნენ რუსი დისიდენტები, როცა გამოფხიზლდა ცენზურა – კუროსავას ტრაგედია არაჩვეულებრივი საშუალება გახდა პოლიტიკური სპეკულაციისათვის. მით უმეტეს, რომ აკირა კუროსავას აქამდე აუგად არ მოუხსენებია არც კომუნისტები და არც საბჭოთა ხელისუფლება. უფრო მეტიც, რეჟისორი ყველა ინტერვიუში იმეორებდა, რომ ხელოვნებაში იგი რუსული კლასიკური ლიტერატურის სიყვარულმა მოიყვანა.
მოსკოვიდან იაპონიაში საბჭოთა კინოჩინოვნიკთა დიდი დელეგაცია გაგზავნეს. კუროსავას სამუშაო შესთავაზეს, კერძოდ, ტოლსტოის ან დოსტოევსკის რომელიმე ნაწარმოების ეკრანიზაცია. თუმცა თავიდანვე უარი უთხრეს, გადაეტანა ფილმის მოქმედება რუსეთიდან იაპონიაში. ერთი წლის მოლაპარაკების შემდეგ კუროსავამ არჩევანი რუსი მოგზაურისა და მწერლის, ვლადიმირ არსენიევის, “დერსუ უზალაზე” შეაჩერა. გოსკინოს ჩინოვნიკების დათანხმება იაპონელ რეჟისორს ძალიან გაუჭირდა. ჯერ ერთი, თავიდანვე ნათელი იყო, რომ მოგზაურის შთაბეჭდილებების ეკრანიზაციის სანახავად მაყურებელი კინოში არ წავიდოდა, მეორეც, არსენიევი საბჭოთა იდეოლოგებს არასდროს ჰყვარებიათ. მწერალი 1930 წელს გარდაიცვალა, ასე რომ სტალინური ტერორის ეპოქას ვერ მოესწრო. თუმცა გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ არსენიევს შოვინისტი უწოდეს - გაზეთი “პრავდა” ამტკიცებდა, მაგალითად, რომ მწერალი ქედმაღლურად უყურებს თავის პერსონაჟებს, განსაკუთრებით ტაიგის მკვიდრს, დერსუ უზალას. არსენიევის ნაწარმოებები აიკრძალა. 1937 წელს დააპატიმრეს მისი მეუღლე, რომელიც საშინელი წამების შემდეგ დახვრიტეს. დააპატიმრეს არსენიევის ქალიშვილი, სიძე.
60-იანი წლების დასაწყისში ვლადიმირ არსენიევის რეაბილიტაცია მოხდა, თუმცა საბჭოთა კავშირში რუსი მოგზაურის შემოქმედების პროპაგანდას არავინ ეწეოდა.
პირველი “პროპაგანდისტი” დიდი იაპონელი კინორეჟისორი აკირა კუროსავა აღმოჩნდა. ცხოველთა უფლებების საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს ფილიალის წევრები, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ, აღნიშნავენ, რომ “დერსუ უზალაში” კუროსავამ მიმართა ყველას, ვისთვისაც კულტურა ან იდეოლოგიური იარაღი, ან კიდევ, უბრალოდ, “მოხმარების ობიექტი” გახდა... ე.ი. მიმართა როგორც “მოსფილმის” იდეოლოგებს, ასევე ჰოლივუდის პროდიუსერებსაც – იდეოლოგიას და ბაზარს. ფსიქოლოგი დალი ბერიკაშვილი ამბობს, რომ 40 წლის წინ გადაღებული ფილმი დღეს უფრო აქტუალურიცაა ჩვენთვის, ვიდრე საბჭოთა ეპოქაში:
[დალი ბერეკაშვილის ხმა[ “რასაც დერსუ უზალა ასახიერებს, ბუნება - მისთვის საკრალურია... ყველაფერს ადამიანურს ეძახის, მისთვის ყველაფერი ცოცხალი სულია – მაჩვი ადამიანია მისთვის, მზეც ადამიანია, ყველაფერი სულიერია... როცა გაირკვევა, რომ არაფერი საკრალური ბუნებაში არ არის, როცა უნდა გამოიყენო შენი საჭიროებისათვის – როცა ეს გამეფდება, ხდება ის, რაც ხდება ჩვენთან... ასეთმა მომხმარებლურმა დამოკიდებულებამ მიიყვანა კაცობრიობა კრიზისამდე.... არადა, მეცნიერებაც ადასტურებს, რომ თურმე ცოცხალია ყველაფერი... მართალია დერსუ - რა, არ არის ღვთაებრივი ბუნება? აბა რა, ადამიანის მიერაა შექმნილი? რა, მზე არ არის ღვთაებრივი? “(სტილი დაცულია)
იმხანად საბჭოთა კავშირში უკვე იგრძნობოდა ეგრეთ წოდებული “ეკოლოგისტების” გააქტიურება. ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა მწერლები, რომლებიც თავიანთ თავს “სოფლის პროზის” მიმდევრებად აცხადებდნენ. სწორედ ეს ხალხი დაუპირისპირეს მაშინ დასავლურ ცივილიზაციას. მაგრამ, ახალი რუსი “პოჩვენიკებისგან” განსხვავებით, კუროსავა არსად გამოხატავს ცივილიზაციისა და ტექნიკის სიძულვილს. პირიქით, სწორედ ბუნება და კულტურა იქცევა მასთან კაცობრიობის განვითარების საშუალებად. მონადირე, რომელსაც მეტყველებაც კი არ შეუძლია წესიერად, რომელსაც არც წიგნი წაუკითხავს და არც მუსიკა მოუსმენია, გადაიქცევა მეგზურად სამყაროში, მეგზურად შემეცნებისა და თვითშემეცნების გზაზე.
[დალი ბერეკაშვილის ხმა[ “დაინახო ამაში ესთეტიკური, მორალურად მიუდგე ბუნებას – კულტურამ შეიძლება მოგცეს ის, რაც დერსუს აქვს – პირველქმნილი ჰარმონია ბუნებასთან, კულტურამ, ყოველდღიური გაგებით, – ანუ კულტურული ადამიანი ხომ არ წაბილწავს ბუნებას, ხომ არ მოკლავს უაზროდ, არ აწამებს?”(სტილი დაცულია)
ცხოველთა უფლებების კომიტეტის წევრი ვახტანგ უშვერიძე აღნიშნავს, რომ დღევანდელ საქართველოში, სადაც იდეოლოგიისა და ბაზრის ცნებები ერთმანეთშია არეული, ბუნებრივიცაა ის აგრესია, რომელიც საზოგადოებაში სუფევს და რომელიც, როგორც წესი, სუსტზე, დაუცველზე ძალადობაში გამოიხატება ხოლმე. ბუნებრივია ნადირობის კულტი, ბუნებრივია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი ნადირობას “სპორტული ინტერესის” დასაკმაყოფილებლად ეწევიან.
[ვახტანგ უშვერიძის ხმა] “ჩვენ ნადირობის წინააღმდეგები ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში ნადირობა გამართლებულია იმ მიზეზით, რომ ეს არის მისი ერთადერთი საარსებო საშუალება, დერსუ უზალასი. რაც შეეხება ნადირობას გართობის მიზნით, ამის ჩვენ სასტიკი წინააღმდეგები ვართ... საქართველოში უფრო მეტი მონადირეა, ვიდრე ცხოველია ჩვენს ტყეებში.”
“ჩვენი ბუნება წაბილწულია” – განაცხადეს ჩვენთან საუბარში ცხოველთა უფლებების კომიტეტის წევრებმა. სიტყვა “წაბილწული” აკირა კუროსავამაც ახსენა “დერსუ უზალას” პრემიერის შემდეგ, როცა მას ამ ფილმისთვის ამერიკული “ოსკარი” გადასცეს.
“წაბილწული” – იდეოლოგიით და “წაბილწული” ბაზრით. “დერსუ უზალას” წარმატების გამო მას ისევ მოუხმობდნენ “მოსფილმშიც” და ჰოლივუდშიც. მაგრამ აკირა კუროსავამ იაპონიის კუნძულებზე დარჩენა გადაწყვიტა. აქ გადაიღო მან თავისი უკანასკნელი შედევრები და აქ გარდაიცვალა.