ყირგიზეთი არ აპირებს, თავის ტერიტორიაზე

ყირგიზეთი არ აპირებს, თავის ტერიტორიაზე დამატებით განათავსოს უცხო ქვეყნების ჯარები.
ყირგიზეთი არ აპირებს, თავის ტერიტორიაზე დამატებით განათავსოს უცხო ქვეყნების ჯარები.
ამის შესახებ განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ყურმანბეკ ბაკიევმა, რომელიც დღეს ბიშკეკში შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს დონალდ რამსფელდს. რამსფელდმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ყირგიზეთს ვაშინგტონთან თანამშრომლობისთვის. [დონალდ რამსფელდის ხმა] "მთელი მსოფლიო უდიდესი ინტერესით ადევნებდა თვალს თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. და მოხარული ვარ, რომ საშუალება მეძლევა, მადლობა გადავუხადო ყირგიზეთს ტერორიზმთან ბრძოლაში და ავღანეთში დემოკრატიის განვითარების საქმეში შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის." 2001 წლიდან ბიშკეკის მანასის აეროპორტში განთავსებულია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა, რომელზეც 800-მდე ამერიკელი სამხედრო მსახურობს.