ბაღდადში, ორი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების

ბაღდადში, ორი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად, დაიღუპა 15,
ბაღდადში, ორი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად, დაიღუპა 15,
ხოლო დაიჭრა კიდევ ოცამდე ადამიანი. ორივე მანქანას თვითმკვლელი თავდამსხმელები მართავდნენ. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოწყობილი ამ აფეთქებებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა აბუ მუსაბ ზარყავის ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ. კიდევ ერთი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა ქალაქ თიქრითში, აშშ-ის სამხედრო ბაზის მახლობლად. დაშავდა 9 ერაყელი. დღესვე, ქალაქ ქირქუქში, მეამბოხეები თავს დაესხნენ პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებას. დაიღუპა სამი ადამიანი.