საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა ორი ქვეყნის

საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დათბეს
საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დათბეს
ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე, რუსეთში საქართველოს ელჩად ირაკლი ჩუბინიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა. სააკაშვილის თქმით, საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემებია.”,ერთ-ერთი რუსი პოლიტიკოსი ერთხმად მოუწოდებდა საქართველოს მთავრობის დამხობისკენ. იმედია, ეს არ არის ოფიციალური რუსეთის ოფიციალური პოზიცია, მაგრამ დამაფიქრებელია”,-თქვა სააკაშვილმა. მისივე განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობები უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს და ეს ფუნქცია ირაკლი ჩუბინიშვილს ეკისრება. ირაკლი ჩუბინიშვილი რუსეთში ელჩად სამშაბათს დაინიშნა, მანამდე იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.