გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს მოუწოდა, უარი თქვას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე
ებრაელთა დასახლების, მაალეჰ ადუმიმის, გაფართოებაზე. ტეხასის შტატის ქალაქ კროუფორდში, ბუშის რანჩოზე გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, შეერთებული შტატებისა და ისრაელის ლიდერებმა ისიც აღნიშნეს, რომ პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობისგან მეტს ელიან ექსტრემისტთა თავდასხმების აღკვეთის საქმეში. კიდევ რა ითქვა საყურადღებო ბუშისა და შარონის შეხვედრაზე?
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის უდიდესი დასახლების, მაალეჰ ადუმიმის გაფართოება კიდევ 3500-ზე მეტი ბინით აშკარად ეწინააღმდეგება "გზამკვლევის" სახელით ცნობილ სამშვიდობო გეგმას:
[ჯორჯ ბუშის ხმა]: "პრემიერ-მინისტრს გავუზიარე ჩემი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ისრაელმა არ უნდა გადადგას "გზამკვლევით" ნაკისრ ვალდებულებათა საწინააღმდეგო ნაბიჯები. იგივე ეხება საბოლოო სტატუსის საკითხთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებსაც. შესაბამისად, ისრაელმა უნდა გააუქმოს თვითნებურად შექმნილი საგუშაგოები და შეასრულოს დასავლეთ ნაპირზე მდებარე დასახლებებთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებები."
"გზამკვლევი", რომელიც ჯორჯ ბუშმა ახსენა, ანუ სამშვიდობო გეგმა, რომელსაც ვაშინგტონის გარდა, მხარს უჭერენ რუსეთი, ევროპის კავშირი და გაერო, ისრაელს მოუწოდებს, დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში არ გააფართოვოს ებრაელთა დასახლებები, ხოლო უნებართვოდ შექმნილი დასახლებები საერთოდ გააუქმოს.
ბუშთან შეხვედრის შემდეგ არიელ შარონმა განაცხადა, რომ ისრაელი შეასრულებს "გზამკვლევის" მოთხოვნებს; თუმცა იქვე დასძინა, რომ ებრაელთა ძირითადი დასახლებები არ იქცევა პალესტინელთა მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილად.
[არიელ შარონის ხმა] "ისრაელის პოზიცია ასეთია: საბოლოო სტატუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეთანხმებაში ებრაელთა მთავარი დასახლებები იუდეასა და სამარიაში ისრაელის სახელმწიფოს ნაწილი იქნება."
ჯორჯ ბუშმა მხარი დაუჭირა შარონის ამ განცხადებას და შარშან ნათქვამი სიტყვები გაიმეორა. კერძოდ, მისი თქმით, საბოლოო სტატუსის შესახებ შეთანხმების შემუშავებისას მხარეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ არსებული რეალობა.
ბუშის ეს სიტყვები პალესტინელებს არც შარშან მოეწონათ და, საფიქრებელია, არც ახლა ესიამოვნებოდათ. მაგრამ მათი კრიტიკა ამჯერად არიელ შარონის წინააღმდეგ იყო მიმართული. ავტონომიის ადმინისტრაციის პრეს-მდივანმა ნაბილ აბუ რუდეინამ განაცხადა, რომ ისრაელი ათასგვარი ხრიკით ცდილობს, თავი დაიძვრინოს "გზამკვლევში" ჩამოყალიბებული მოთხოვნების შესრულებისგან.
კიდევ უფრო კატეგორიული იყო "ჰამასის" ექსტრემისტული მოძრაობის წარმომადგენელი სამი აბუ ზუჰრი, რომლის აზრით, სამშვიდობო პროცესს სერიოზული საფრთხე დაემუქრა. ზუჰრიმ დასძინა, რომ პალესტინელები ისრაელს სიტყვის გატეხვას არ აპატიებენ.
[სამი აბუ ზუჰრის ხმა] "ჯერჯერობით სიმშვიდეს ვინარჩუნებთ, მაგრამ ისრაელის მხრიდან ნებისმიერ დარღვევას პალესტინელთა საკადრისი რეაქცია მოჰყვება. სიმშვიდეს საფრთხე ემუქრება, რადგან ოკუპანტებმა აგრესია არ შეაჩერეს და, როგორც ჩთნს, სერიოზულად არც აპირებენ სიმშვიდისთვის აუცილებელი პირობების შესრულებას."
ზუჰრის ეს კატეგორიული პოზიცია მხოლოდ "ჰამასის" თვალსაზრისი რომ არ არის, დასტურდება თუნდაც პალესტინელთა მთავრობის პრემიერ-მინისტრის ამასწინანდელი განცხადებით. ბუშისა და შარონის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე აჰმედ ყურეიმ თქვა, რომ იერუსალიმის გარშემო ებრაელთა დასახლებების გაფართოებით ისრაელი ხელს უწყობს სამშვიდობო პროცესის დასამარებას.