ყირგიზეთის დევნილ პრეზიდენტ ასკარ აყაევს

ყირგიზეთის დევნილ პრეზიდენტ ასკარ აყაევს რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური დაუკავშირდა და
ყირგიზეთის დევნილ პრეზიდენტ ასკარ აყაევს რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური დაუკავშირდა და
მასთან ინტერვიუ ცოცხალ ეთერში გადასცა. აყაევმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის ოპოზიციას დიდი დახმარება გაუწიეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. იმას, რაც ყირგიზეთში მოხდა, აყაევი პუტჩს უწოდებს: [აყაევის ხმა] "ამას არაფერი აქვს საერთო რევოლუციასთან. ეს იყო პუტჩი. ეს არ არის ხელისუფლების შეცვლის დემოკრატიული გზა. ეს იყო პუტჩი, რომლის დროსაც ძალადობრივად და კონსტიტუციის უხეშად დარღვევით დაიკავეს მთავრობის შენობა და მოგვიანებით ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება" ასკარ აყაევმა რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურს განუცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემთხვევაში მზად არის დაბრუნდეს ბიშკეკში და განაცხადოს გადადგომის შესახებ: [აყაევის ხმა] "მე მინდა დავეხმარო ყირგიზეთის ახლანდელ ხელმძღვანელობას. მზად ვარ გამოვდე პარლამენტის წინაშე და ხალხისა და სახელმწიფო ინტერესბიდან გამომდინარე განვაცხადო ჩემი ვადაზე ადრე გადადგომის შესახებ".