10-11 მაისს თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ელიან. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ჯორჯ ბუშმა და მიხეილ სააკაშვილმა ეგრეთ
წოდებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემების მშვიდობიანად გადაწყვეტის გზებზე ერთობლივად უნდა იმსჯელონ. ბალტიისპირა სახელმწიფოებისა და რუსეთის შემდეგ ბუშის თბილისში სტუმრობა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მხარდაჭერად განიხილება. რა ცვლილებებს შეიტანს ბუშის ვიზიტი საქართველოში ამ ქვეყნის ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიანად გადაწყვეტის საქმეში? ამ შეკითხვით მე პრეზიდენტის პრეს-სპიკერს გელა ჩარკვიანს მივმართე.
[გელა ჩარკვიანის ხმა] “რასაკვირველია, კონფლიქტების მოგვარება საქართველოს საქმეა, მაგრამ ის, რომ ეს შეუძლებელია გაკეთდეს საერთაშორისო გაერთიანების გარეშე და ის, რომ ამ საერთაშორისო გაერთიანების დღევანდელი ლიდერი ამერიკაა, ფაქტია. მთავარი განაცხადი, რომ ბუშის ვიზიტი არის მხარდაჭერა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა, ბევრს ნიშნავს. “
გელა ჩარკვიანის ნათქვამს იზიარებს ექსპერტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში პაატა ზაქარეიშვილი. მისი აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თბილისში ჩამოსვლა , ამასთან, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მხარდასაჭერად, ნიშნავს, რომ სააკაშვილმა უნდა განამტკიცოს სამშვიდობო კურსი და ამით რუსეთს მოუსპოს ნიადაგი სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პროვოკაციების განსახორციელებლად.” ჩვენი მხრიდან ეს იქნება ყველაზე ძლიერი დარტყმა რუსეთზე. სწორედ ჩვენ უნდა შევთავაზოთ აფხაზებსა და ოსებს ისეთი წინადადებები, როგორსაც რუსეთი მათ ვერასდროს შესთავაზებს,” - ფიქრობს პაატა ზაქარეიშვილი. მაგრამ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების რა გეგმით, რა ხედვით ხვდება საქართველოს პრეზიდენტი ჯორჯ ბუშს? აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პრობლემებთან დაკავშირებით რა შეუძლია უთხრას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა? პაატა ზაქარეიშვილს ეეჭვება, რომ საკითხის უმაღლეს დონეზე განხილვისთვის სააკაშვილი კარგად მომზადებული იყოს:
[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “ რაც სტრასბურგში გააკეთა, იმას გააკეთებს. რაღაცა სიტყვებს წამოისვრის და ამით შემოიფარგლება. ჯერჯერობით არაფერი მუშაობა ამაზე არ მიდის. ღმერთმა ქნას, აიღონ კონცეფცია, რომელიც არსებობს, თუმცა ის არცთუ იდეალურია.”(სტილი დაცულია)
საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით მუშაობას სპონტანურ ინიციატივებზე აგებს. 29 მარტს საქართველოს საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ტექსტი, რომლითაც პრეზიდენტი სააკაშვილი ოს ხალხს მიმართავს. ის ჰპირდება მათ, რომ არ გამოიყენებს ძალას, გასცემს ერთჯერად კომპენსაციას 1990-92 წლების კონფლიქტის დროს დაზარალებულ ოჯახებზე, გაისტუმრებს 1991 წლიდან დღემდე არსებულ საპენსიო დავალიანებებს და, ამავდროულად, შეუნარჩუნებს ახლანდელ პენსიებსა და სოციალურ შეღავათებს, ხოლო, რაც მთავარია, სთავაზობს წინადადებას, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი გახდეს ავტონომიური ერთეული საქართველოს შემადგენლობაში, იმ საზღვრებში, რომელშიც არსებობდა კონფლიქტის დაწყებამდე. მაგრამ კონფლიქტის დაწყებამდე სამხრეთ ოსეთი იყო ავტონომიური ოლქი. ოსი ხალხისადმი პრეზიდენტის მიმართვაში კეთდება ზოგადი მინიშნება ავტონომიურ ერთეულზე, რაც, სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გია ვოლსკის თქმით, კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში უნდა გავიგოთ სტატუსის თაობაზე დიალოგის გახსნის მოწოდებად.
[გია ვოლსკის ხმა] “ ჩვენ გადავწყვიტეთ, ოსურ საზოგადოებას პერიოდულად ახალ-ახალი წინადადებები და მოსაზრებები მივაწოდოთ. “
საინტერესოა, რა გამოხმაურება ექნება ამ მოსაზრებებს.