ზურაბ ჟვანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას

ზურაბ ჟვანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის
ზურაბ ჟვანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის
თანამდებობაზე მიხეილ ქარელის ნაცვლად ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლის, ვაჟა ხაჭაპურიძის დანიშვნის შესახებ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს აცნობა, ხაჭაპურიძეს საქართველოსთან არავითარი კავშირი არა აქვს, იგი ოსთა მხარეს წარმოადგენს და შიდა ქართლში რწმუნებულის თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ელემენტარული ბლეფია. დღეს ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს მთავრობამ მას შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობა შესთავაზა. ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მას უკვე მზადა აქვს სამოქმედო პროგრამა.