გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა კმაყოფილება გამოთქვა სამხრეთ აზიაში,

ცუნამის შედეგად დაზარალებულთათვის გამოყოფილი დიდძალი დახმარების გამო, რომელიც ცალკეულმა ქვეყნებმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაიღეს. ანანის პრესმდივნის ფრედ ეკჰარდის თქმით, გენერალური მდივანი აპირებს სასწრაფოდ შექმნას თანხების განაწილების კონტროლის სისტემა, რომელიც დაზარალებულთა დახმარების პროცესს გამჭვირვალეს გახდის. დღეს ინდონეზიის ვიცე-პრეზიდენტმა იუსუფ კალამ განაცხადა, რომ უცხოეთის ქვეყნების სამხედრო შენაერთებმა, რომლებიც აჩეს პროვინციაში სამაშველო და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობენ, სამ თვეში უნდა დაასრულონ საქმიანობა და დატოვონ ქვეყანა. აჩეს პროვინციაში ამჟამად იმყოფებიან ავსტრალიის, იაპონიის, მალაიზიის, სინგაპურისა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები.