თანამედროვე მსოფლიო არაერთ გლობალურად პოპულარულ მომღერალს თუ მსახიობს იცნობს. უკვე ათწლეულებია, რაც დასავლური კულტურის ინდუსტრიის პროდუქცია
გლობალურად ვრცელდება; შესაბამისად, ამ ინდუსტრიის მიერ შექმნილი ვარსკვლავებიც თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით იძენენ პოპულარობას. მაგრამ ცხადია, რომ, გლობალურად პოპულარული ვარსკვლავების გარდა, მსოფლიოში უამრავი საინტერესო და ორიგინალური მუსიკოსი ცხოვრობს, რომელთა შემოქმედება კომერციული პოპკულტურის კანონების მიღმა ვითარდება. დღეს სწორედ ასეთ მუსიკოსს გაგაცნობთ – მექსიკური, ებრაული და ამერიკული წარმოშობის მომღერალ ქალ ლასა დე სელას - და მოგითხრობთ იმ წვლილზე, რომელიც ლასამ ჩეჩენი ხალხის უფლებების დასაცავ კამპანიაში შეიტანა.
[მუსიკა: ნაწყვეტი ლასას სიმღერიდან De Cara a La Pared]
ეს იყო ნაწყვეტი ლასა დე სელას – ან, შემოკლებით, ლასას - 1997 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომის პირველი სიმღერიდან. ლასა მაშინ 25 წლის იყო და კანადაში ცხოვრობდა. მომღერალმა ალბომის გამოსვლისთანავე მოიპოვა კრიტიკოსების და აუდიტორიის ყურადღება. ხმის ემოციურობისა და სიმძლავრის გამო ლასა ბილი ჰოლიდეის და ედიტ პიაფს შეადარეს; კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება ლასას მიერ ესპანური და მექსიკური ფოლკლორის მოტივებისთვის გამორჩეული მგრძნობელობის შემატებამ გამოიწვია.
[მუსიკა: ნაწყვეტი ლასას სიმღერიდან El Payande]
სადებიუტო ალბომის გამოშვებამდე კი ლასას საინტერესო და არაორდინარული ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი. ის შეერთებულ შტატებში დაიბადა, მექსიკური და ებრაული წარმომავლობის ოჯახში. მისი მშობლები – პროფესიით ფოტოგრაფი დედა და მწერალი და ესპანური ენის პროფესორი მამა - არასტანდარტული ცხოვრების წესს მისდევდნენ: ისინი წლების განმავლობაში პატარა ავტობუსით მოგზაურობდნენ ამერიკის მთელ კონტინენტზე და უარყოფდნენ ერთ სივრცეში დაფუძნების იდეას. შესაბამისად, ლასამ მთელი ბავშვობა მოგზაურობაში გაატარა და მცირე ასაკიდანვე გაეცნო როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ამერიკის კულტურებს. ლასა იხსენებს, რომ მოგზაურობის წლების მუსიკალური ფონი იყო მამის საყვარელი ამერიკული და მექსიკური ფოლკლორი, არაბულ და აღმოსავლეთ ევროპულ მუსიკასთან ერთად, რომელსაც დედა უსმენდა ხოლმე.
დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების შემდეგ ლასა საცხოვრებლად კანადაში, მონრეალში, გადადის და თავის პირველ ესპანურენოვან ალბომს უშვებს. ალბომის წარმატებას გასტროლები მოსდევს ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. ამის შემდეგ მომღერალი კვლავ მოგზაურობას გადაწყვეტს და მიდის საფრანგეთში, სადაც თავისი სამი დის მიერ შექმნილ თანამედროვე საცირკო დასს უერთდება. ლასა ცირკის დასთან ერთად მოგზაურობს, მონაწილეობას იღებს წარმოდგენებში და დებს ადმინისტრაციულ საქმეებში ეხმარება. პარალელურად სიმღერების წერას აგრძელებს და 2003 წელს ‘სიცოცხლის გზად’ წოდებულ მეორე ალბომს უშვებს.
[მუსიკა: ნაწყვეტი ლასას სიმღერიდან La Maree Haute]
მუსიკის კრიტიკოსები ლასას მეორე ალბომსაც ერთხმად აღიარებენ. აღნიშნავენ, რომ ლასა აქ უფრო თავდაჯერებული და მშვიდია, ვიდრე პირველ ალბომში, რომ მეორე ალბომში შესულ სიმღერებს უფრო კარგი არანჟირება და უფრო ღრმა ტექსტები აქვს. ‘სიცოცხლის გზას’ პირველი ალბომისგან კიდევ ერთი დეტალი განასხვავებს: თუ მაშინ ლასა მხოლოდ ესპანურ ენაზე მღეროდა, ახალ ალბომში შესული სიმღერები სამ ენაზე – ესპანურად, ფრანგულად და ინგლისურად – არის შესრულებული.
მაგრამ ლასა, ამ სამი ძირითადი ენის გარდა, კიდევ ერთ ენაზე მღერის. 2000 წლის მარტში ის საფრანგეთში ჩეჩენი ხალხის სოლიდარობის კამპანიას შეუერთდა და მხარდაჭერა კამპანიის აქტივისტების მიერ ორგანიზებულ კონცერტზე ჩეჩნური ხალხური სიმღერის შესრულებით გამოხატა. საფრანგეთში არსებული ‘ჩეჩენი ხალხის დახმარების’ ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, პოლიტოლოგი სილვია სერანო ამ ფაქტს ასე იხსენებს:
[სილვია სერანოს ხმა] “ლასას პირველად ამ კონცერტზე მოვუსმინე. იგი ჩეჩნურ სიმღერას მღეროდა. საერთოდ, ამ სიმღერას მამაკაცები მღერიან ხოლმე და ის, ალბათ, ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, ვინც ეს სიმღერა შეასრულა. ჩეჩენი აუდიტორიისთვის, ალბათ, უჩვეულო იყო ამ სიმღერის ქალის მიერ შესრულება. ეს მამაკაცების სიმღერაა, რომელშიც ერთი კაცი მეგობარს არიგებს, რა უყოს მის სხეულს იმ შემთხვევაში, თუ იგი ბრძოლის ველზე მოკვდება. სიმღერა ომს ეხება.”
[მუსიკა: ნაწყვეტი ლასას მიერ შესრულებული ჩეჩნური სიმღერიდან]
სილვია სერანოს თქმით, კონცერტზე მყოფმა ჩეჩნებმა ემოციურად აღიქვეს ლასას გამოსვლა და აღნიშნეს, რომ მომღერალი უზადო აქცენტით წარმოთქვამდა ჩეჩნურ ტექსტს. ლასას შემოქმედებას და პოლიტიკურ აქტივობას სილვია ასე ახასიათებს:
[სილვია სერანოს ხმა] “შემდეგ მოვისმინე ლასას მიერ შესრულებული მექსიკური და ესპანური ფოლკლორი. მე ძალიან მომწონს ლასას სიმღერის სტილი და ვფიქრობ, მისი პოპულარობაც სწორედ ცნობილი და ხალხისთვის საყვარელი სიმღერების შესრულებით არის განპირობებული. ლასა პოლიტიკურად ძალიან აქტიურია. ეს თუნდაც იმ ფაქტიდან ჩანს, რომ მან თანხმობა განაცხადა ჩეჩნების მხარდასაჭერ კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე. ეს, ალბათ, მისი ოჯახიდან მოდის – ლასას მშობლები ჰიპების მსგავსი იდეალებით ცხოვრობდნენ.”
2000 წელს პარიზში ჩატარებული კონცერტის შემდეგ ლასამ ეს ჩეჩნური სიმღერა თავისი რეპერტუარის ნაწილად აქცია და თითქმის ყველა კონცერტზე ასრულებს. კონცერტებზე ის მხოლოდ ორიოდე სიტყვით უამბობს კანადურ, ამერიკულ თუ ევროპულ აუდიტორიას ჩეჩენი ხალხის მდგომარეობის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ უშუალოდ სიმღერაში გამოხატული ემოცია სიტყვებზე ბევრად უფრო მძლავრად გადმოსცემს ამ ერის ტკივილს.