კიევში უკრაინის პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ

კიევში უკრაინის პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ ვიქტორ იუშჩენკოს ათიათასობით მომხრე შეიკრიბა
კიევში უკრაინის პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ ვიქტორ იუშჩენკოს ათიათასობით მომხრე შეიკრიბა
და გაიმეორა მოთხოვნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებითი მეორე ტური კვირას სამართლიანად ჩატარდეს. იუშჩენკომ შეაქო მომხრეები კიევში რამდენიმეკვირიანი მშვიდობიანი დემონსტრაციების გამართვისთვის. ეს დემონსტრაციები გამოიწვია აღშფოთებამ 21 ნოემბრის არჩევნების გაყალბებით. დღესვე იუშჩენკომ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც პირობას დებს, რომ შეინარჩუნებს კეთილ ურთიერთობას რუსეთთან. ის წერს ასევე, რომ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პირველი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს მიაშურებს.