10 დეკემბერს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროში ხელმოწერილი მემორანდუმი შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ენერგომომარაგების სუფსიდირებას გულისხმობს.
თუმცა, გასული წლებისგან განსხვავებით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ელექტროენერგიას წელს მხოლოდ რეგიონებისთვის შეიძენს. თეორიულად, ორი წლის წინათ დასასრულებელი პროგრამა წელს დედაქალაქს ვერაფრით დაეხმარება.
თბილისელი პენსიონერი ნათელა კანდელაკი გასულ წლებში, შეერთებული შტატების პროგრამის ფარგლებში, ელექტროენერგიის გარკვეულ რაოდენობას უფასოდ ღებულობდა. მართალია ელექტროენერგიის ეს რაოდენობა უკმარობის გრძნობას მაინც ტოვებდა, მაგრამ პენსიონერი იმ დროს მაინც საკმაო მადლიერებით იხსენებს:
(ნათელა კანდელაკის ხმა) ”(იცინის) საკმარისი როგორ იყო, მაგრამ მაინც კარგი იყო. რაღაც შეღავათი იყო, როგორ არა”. (სტილი დაცულია)
ელექტროენერგიაზე დაწესებული ამგვარი შეღავათი ნათელა კანდელაკისათვის, რომლის პენსია მხოლოდ 21 ლარს შეადგენს, წელსაც სანატრელი იქნებოდა. თუმცა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წლევანდელი დახმარება დედაქალაქს გვერდს აუვლის. როგორც სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეონა დოლიაშვილი ამბობს, ამერიკელების ნაყიდი დენით უკიდურესად გაჭირვებული ფენები მომარაგდებიან:
(თეონა დოლიაშვილის ხმა) ”ის ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ გადახდის საშუალება და ირიცხებიან სოციალურად დაუცველ ფენებში, მათთვის სპეციალურად ამ ზამთრის განმავლობაში დეფიციტის შესავსებად (სავარაუდოდ, მოსალოდნელია, რომ გაიზრდება დეფიციტი) შემოსატან იმპორტს დააფინანსებს ზუსტად ეს 3 მილიონი დოლარი. ეს იქნება როგორც გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის მომხმარებლებისათვის, ასევე აჭარისა და კახეთის სადისტრიბუციო კომპანიების მომხმარებლებისათვის. თბილისს ეს არ შეეხება, ეს ეხება მხოლოდ რეგიონებს.” (სტილი დაცულია)
წინასწარი მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში, ხსენებული პროგრამით, 146 ათასი ოჯახი ისარგებლებს. თუმცა უფასო ელექტროენერგიის ნაწილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებზეც განაწილდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილი ამ კატეგორიის ადრესატებს ასახელებს:
(ვახტანგ მეგრელიშვილის ხმა) ”ეს არის სკოლების, ბავშვთა სახლების, მოხუცთა პანსიონატების, საავადმყოფოების ელექტროენერგიის სუფსიდირება 5 თვეში (ზამთარი-გაზაფხული).” (სტილი დაცულია)
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, იუ-ეს-ეი-აი-დის (USAID), ე.წ. ზამთრის პროგრამა, წესით და კანონით, კარგა ხნის დამთავრებული უნდა იყოს:
(ვახტანგ მეგრელიშვილის ხმა) ”შარშან უნდა დამთავრებულიყო. მაგრამ შარშან კიდევ გააგრძელეს და წელს, გამოდის რომ, პრინციპში, კიდევ გააგრძელეს, ოღონდ - კიდევ უფრო შეამცირეს.” (სტილი დაცულია)
როგორც ექსპერტები ამბობენ, ამერიკული პროგრამის გაგრძელებას წელს უკვე აღარავინ მოელოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ენერგოკრიზისის ქვეყანაში გასაკვირი არაფერია. ზამთრის სიმკაცრითა და უდენობით შეშინებულმა სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ სხვა გამოსავალი ვერ ნახა.