თბილისი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი, ჯავის რაიონში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს აპროტესტებს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ კონფლიქტის ზონაში ახალი სამხედრო სწავლების წამოწყებით ოსური მხარე სოჭში მიღწეული შეთანხმების სრულ იგნორირებას ახდენს. რატომ დაიწყო ჯავის რაიონში სამხედრო სწავლება და რა რეაგირების მოხდენა შეუძლია ამაზე საქართველოს მხარეს?
სოჭში ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ კოკოითის შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაციის ბოლო ვადად 20 ნოემბერი დაითქვა. დათქმულ ვადაში შეთანხმების რეალიზაცია ვერ მოხდა - ოსურმა მხარემ განიარაღების პროცესი თითქოსდა დაიწყო, მაგრამ მალევე შეაჩერა. ამის შემდეგ შედგა შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა, სადაც რეგიონის სრული დემილიტარიზაციის ახალი ვადები განისაზღვრა, ამჯერადაც უშედეგოდ. ჯავის რაიონში ოსურმა მხარემ შეიარაღებული ფორმირებების სამხედრო სწავლება წამოიწყო. ცხინვალი არც რუსეთის მხრიდან იარაღის შემოტანაზე ამბობს უარს. რუსეთიდან ცხინვალისკენ იარაღი რომ ისევ შემოედინება, ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას ედუარდ კოკოითის პირადმა წარმომადგენელმა ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში ვაჟა ხაჭაპურიძემ აღნიშნა. განმარტებაც იმის შესახებ, თუ როგორ ხსნის ოსური მხარე ჯავის რაიონში დაწყებულ სწავლებას, მას ვთხოვეთ.
[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა] “ამათ მიპასუხეს, როგორც ქართული მხარე ემზადება, ისე ჩვენ ვემზადებითო. ცხინვალის რეგიონში ხომ მიმდინარეობს რეზერვისტების შეყვანა და ადეკვატური ზომებია მიღებულიო.”
ჩვენი გორელი კორესპონდენტის ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში, ცხინვალიდან 10 კილომეტრში, სოფელ ძევერაში, ქართველი რეზერვისტების მომზადების პროცესი, მართლაც, მიმდინარეობს. ოსური მხარე ჯავის რაიონში დაწყებულ სამხედრო სწავლებას სწორედ ამ ღონისძიების ადეკვატურ ნაბიჯად ასახელებს და განმარტავს, რომ შეთანხმებას არ არღვევს, რადგან სწავლებას კონფლიქტის ზონაში არ ატარებს. თბილისში აცხადებენ, რომ ოსებს სამხედრო სწავლების ჩატარების უფლება არც ჯავის რაიონში აქვთ. “ცხინვალში ჯავის რაიონს “მაგიურ ზონად” მიიჩნევენ, არადა, რომ არ ყოფილიყო წინა ხელისუფლების დაუდევრობა, კონფლიქტის ზონაზე სხვაგვარი წარმოდგენა უნდა ჩამოყალიბებულიყოო,” - ამბობს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გიორგი ხაინდრავა:
[გიორგი ხაინდრავას ხმა] “დავიწყებული იყო საბუთები, რომლებიც საშუალებას აძლევს მშვიდობისმყოფელებს და ეუთოს მონიტორინგს, ასევე ჩვენი პოლიციის ძალებს, გააკონტროლონ არა მარტო კონფლიქტის ზონა, არამედ მთელი ტერიტორია ყოფილი ოლქისა. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ჯავის რაიონში შესაძლებელია რაიმე სახის სამხედრო სწავლების ჩატარება, არის სრული აბსურდი.”
სახელმწიფო მინისტრის თქმით, სამშვიდობო ძალები ოსებს არ უნდა აძლევდნენ ასეთი ღონისძიების ჩატარების უფლებას.” სწორედ ამიტომაც უნდა დადგეს დღის წესრიგში სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის საკითხიო, “ - ამბობს ის. ჯავის რაიონში სამხედრო წვრთნების დაწყებასთან დაკავშირებით ხაინდრავა საპროტესტო შინაარსის წერილებს გაუგზავნის შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებს; მათ გარდა, მიმართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვალერი ლოშჩინინს, რადგან რუსეთის მხრიდან სწორედ ამან მოაწერა ხელი სოჭის შეთანხმებას. წერილები გაიგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებშიც. ეს არის ის, რისი გაკეთებაც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია. ედუარდ კოკოითი კი ამასობაში მოსკოვშია. ამ ვიზიტთან დაკავშირებით ცხინვალში განმარტავენ, რომ ის რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს აგვარებს.