საქართველოში “ვარდების რევოლუციის” წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან. მზადება სერიოზულია. “ვარდების რევოლუციით” შობილმა ხელისუფლებამ ხალხს რუსთაველის
პროსპექტზე მორიგი გრანდიოზული სანახაობა უნდა მოუწყოს, ხალხს კი სანახაობა მოსწონს , ამას საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია “გორბის” გამოკვლევებიც მოწმობს. “გიორგობიდან გიორგობამდე - რევოლუციის ერთი წელი” - ასეთი სახელწოდებით წარუდგინა “გორბიმ” საზოგადოებას იმ გამოკვლევების შედეგები, რომლებიც 2003 წლის ნოემბრიდან 2004 წლის ნოემბრამდე მოსახლეობის პოლიტიკური განწყობილებების ცვალებადობას ასახავს. იმის შესახებ, თუ რამდენად შეიცვალა ან არ შეიცვალა საქართველოში გიორგობიდან გიორგობამდე მოსახლეობის პოლიტიკური მოთხოვნები, ასოციაცია “გორბის” წარმომადგენელი მერაბ ფაჩულია მესაუბრა.
[მერაბ ფაჩულიას ხმა] “ნელ-ნელა ცივდება ის ეიფორია, რაც გამოიწვია რევოლუციამ. ისეთი იდეალისტები არა ვართ, როგორებიც 1 წლის წინ ვიყავით. მაგრამ არც ისეა საქმე, რომ, ვთქვათ, ხვალ შეიძლება სხვა აირჩეს პრეზიდენტად, ან მეორე პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში. “
საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაციის, “გორბის”, გამოკვლევებით, რევოლუციის წლისთავზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ისევ ერთი უალტერნატივო პოლიტიკური ლიდერი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილმა ამომრჩეველთა 9 პროცენტი დაკარგა, მიუხედავად იმისა, რომ, შარშანდელისგან განსხვავებით, 80-დან 53 პროცენტამდე შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც მიაჩნდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, საქართველოში ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, პრეზიდენტად ისევ მიხეილ სააკაშვილს აირჩევდნენ, ალბათ, ისევ მაღალი პროცენტით. საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში კი, ისევ, ძირითადად, ერთი ძალისგან - ნაციონალებისა და დემოკრატებისგან - დაკომპლექტებულ პარლამენტს მივიღებდით.
შარშანდელი 23 ნოემბრიდან განვლილმა პერიოდმა ახალი პოლიტიკური ლიდერები წინ ვერ წამოსწია, ხელისუფლების ოპოზიცია ვერ გაძლიერდა.
“გორბის” გამოკითხვებით, გასული ერთი წლის მანძილზე 13 პროცენტიდან 26 პროცენტამდე გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ვერ ასახელებს პრეზიდენტობის მისთვის სასურველ კანდიდატს; ვინც ასახელებს, მათგან უმრავლესობა, 58,5 პროცენტი, მიხეილ სააკაშვილს უჭერს მხარს, 3, 8 პროცენტი პრეზიდენტად ნინო ბურჯანაძეს ისურვებდა, 1, 6 პროცენტი - ჯუმბერ პატიაშვილს, 1,1 პროცენტი - შალვა ნათელაშვილს, 0, 7 პროცენტი კი - ირაკლი ოქრუაშვილს.
ერთი წლის მანძილზე ქართული საზოგადოების პოლიტიკური განწყობილებების ცვლილებათა დინამიკის დასადგენად “გორბიმ” გამოკვლევები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. ამ ასოციაციამ კვლევისთვის ბევრი საკითხი გამოკვეთა: არა მარტო ის, თუ ვინ ეგულებათ საქართველოში პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატად ან მოსწონთ თუ არა ის გზა, რომლითაც დღევანდელი ხელისუფლება მიდის; კვლევის საგანი გახდა საზოგადოების დამოკიდებულება ისეთი ფუნდამენტური საკითხისადმი, როგორიც ადამიანის უფლებებია; გაირკვა, რომ შარშან ამ დროიდან მოყოლებული, 7-დან 33 პროცენტამდე გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია, თუმცა გამოკითხულთა უმრავლესობა, 53 პროცენტი, მიიჩნევს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები დაცული არ არის. და მაინც, გამოკითხვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში დემოკრატიის მოთხოვნა მაღალია. მოვისმინოთ, ყველაზე მეტად ხელისუფლების რა გადაწყვეტილებები მოსწონთ საქართველოში:
[მერაბ ფაჩულიას ხმა] “ აბსოლუტურ უმარვლესობას მოსწონს: ყოფილი ჩინოვნიკების დაპატიმრება - 84 პროცენტი; პრეზიდენტის უფლებების გაფართოება, პარლამენტის დათხოვნის უფლებით, - 52 პროცენტი. “
და მაინც, მერაბ ფაჩულია ფიქრობს, რომ ეიფორიული პერიოდი მაინც გავლილია და ნელ- ნელა მაინც ყველაფერი თავის კალაპოტში დგება. ასე რომ, კვლევების უფრო საინტერესო შედეგებს შემდეგი გიორგობისთვის უნდა ველოდეთ.