ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი
ვინ აგებს პასუხს უმიზნოდ და უკონტროლოდ დახარჯული მილიონებისთვის - ამ სათაურით გამოაქვეყნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახელმწიფო ტელევიზიის - იმავე
საქტელერადიომაუწყებლობის - მონიტორინგის შედეგები. მონიტორინგი არასამთავრობო ორგანიზაციამ 2002-2003 წლებში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით ჩაატარა. შედეგები, რომლებიც ჟურნალისტებს საგანგებო პრესკონფერენციაზე გააცნეს, საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. გამოვლენილ სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით ასოციაციის წევრები პროკურატურისგან სათანადო რეაგირებას ელიან. თავის მხრივ, სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელობა ბრალდებებს დუმილით უპასუხებს. მიწვევის მიუხედავად, მათი წარმომადგენლები პრესკონფერენციაზე არ გამოჩენილან.
[თამარ კორძაიას ხმა] “ძირითადად და უმეტეს შემთხვევაში, პასუხს არ გვაძლევს, საერთოდ არ არაფრად არ გვაგდებს ტელევიზია. ამ 21 განცხადების მერე ტელევიზიაში შევიდა ძალიან ბევრი განცხადება, რომლებიც დღემდე უპასუხოდ არის დარჩენილი, ანუ აბსოლუტურ იგნორირებას ახდენს, საჯაროობაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.”
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი თამარ კორძაია საქტელერადიომაუწყებლობის მონიტორინგის ერთ-ერთი ორგანიზატორია. მისი თქმით, შემოწმების პერიოდში ტელევიზიას 21 შეკითხვა გაეგზავნა, მათ დიდ ნაწილზე პასუხის მიღება კი მხოლოდ სასამართლო წესით მოხერხდა. ინფორმაციის საჯაროობის შესახებ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის უგულებელყოფის გარდა, ტელევიზიაში უამრავი ფინანსური თუ სხვა სახის დარღვევაა აღმოჩენილი. ასოციაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებელმა ანა დოლიძემ რამდენიმე მათგანი ჩამოთვალა:
[ანა დოლიძის ხმა] “გადაცემაში, რომელიც უნდა მომზადებულიყო, ერთი წლის მანძილზე გაიცა 9 მივლინება - თითო მივლინება 700-800 ლარამდე ღირებულების, მაშინ როდესაც გადაცემა, საბოლოოდ, ბადეში არ აღმოჩნდა. “
ამას გარდა, ირკვევა, რომ 2002 წელს ტელევიზიაში უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა დაახლოებით 2 მილიონი ლარი. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ამ წელს პირველ არხს გადაერიცხა 9 მილიონ 500 ათასი ლარი, ტელევიზიის მონაცემებით კი, მათ მხოლოდ 7 მილიონ 400 ათასი ლარი მიიღეს. იგივე განმეორდა 2003 წელსაც. უამრავი დარღვევაა გამოვლენილი შესყიდვებთან, გაბერილ შტატებთან, ტენდერებთან, დაზღვევასა და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით. ამის გამო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კონკრეტულ ადრესატებს ასახელებენ:
[ანა დოლიძის ხმა] “ეს არიან ადამიანები, რომლებიც მართავდნენ საქტელერადიომაუწყებლობას 2002-2003 წლიდან. შესაბამისად, ეს არის ბატონი ზაზა შენგელია; შესაბამისად, ეს არის კახა ბექაური, რომელიც იყო მაშინ ფინანსური განყოფილების უფროსი და მოადგილე. მაგრამ, მე მგონი, არა მხოლოდ ეს ადამიანები იყვნენ, რომლებმაც უნდა აგონ პასუხი. იქ იყვნენ სხვადახვა მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირები, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყვიტონ ამ ორგანოებმა.”
ამ ორგანოებში კი ანა დოლიძე პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გულისხმობს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოპოვებული მასალები სამართალდამცველ ორგანოებს ერთი თვის წინ გაუგზავნა. როგორი იქნება კანონის დამცველთა რეაქცია, ამას დრო აჩვენებს. მანამდე კი ზაზა შენგელია ერთადერთი მაღალჩინოსანია, რომელმაც “ვარდების რევოლუციის” ქარტეხილებს გაუძლო და თანამდებობას დღემდე ინარჩუნებს.