"ვარდების რევოლუციის" წლისთავზე, 23 ნოემბრისთვის

"ვარდების რევოლუციის" წლისთავზე, 23 ნოემბრისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
"ვარდების რევოლუციის" წლისთავზე, 23 ნოემბრისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პატიმართა შეწყალებას გეგმავს. იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ მართალია, შეწყალება ფართომასშტაბიანი იქნება, მას არ შეიძლება, "ამნისტია" ეწოდოს. შეწყალება ძირითადად შეეხებათ ქალებს, არასრულწლოვანებს, მოხუცებსა და მძიმე ავადმყოფებს. შეწყალებულთა შორის იქნებიან ის პატიმრები, რომლებსაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ და პირველად არიან ნასამართლევი. შეწყალება შეეხება მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ იმ პირებსაც, რომლებიც სერიოზულად არიან ავად.