ანტიტერორისტულ კოალიციურ ძალებში საქართველოს სამხედრო

ანტიტერორისტულ კოალიციურ ძალებში საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა
ანტიტერორისტულ კოალიციურ ძალებში საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა
საბოლოოდ 850-ით განისაზღვრება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა. სამაგიეროდ საქართველო ვაშინგტონისგან სერიოზულ დახმარებას მიიღებსო, დასძინა მინისტრმა. ორშაბათს “კომანდოსის” ბატალიონის ორი ასეული ერაყში გაემგზავრება, რის შემდეგაც კოალიციური ძალების შემადგენლობაში სამშვიდობო მისიას 300 ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეასრულებს. ამჟამად ერაყში 159 ქართველი სამხედრო მსახურობს.