საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კმაყოფილება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა
შეერთებული შტატების პრეზიდენტად ჯორჯ ბუშის ხელახალი არჩევის გამო. ნატოს გენერალურ მდივანთან, იაპ დე ჰოოპ სხეფერთან ერთად, თბილისში მოწყობილ ბრიფინგზე გამოსვლისას, სააკაშვილმა ბუშს "დიდი პრინციპების ადამიანი" უწოდა.[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ეს არის დიდი პრინციპების ადამიანი, მას საუცხოოდ ესმის ჩვენი რეგიონის რთული საკითხები. ეს არის კაცი, რომლის გარეშეც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დედამიწის ამ ნაწილში ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა."