შეერთებული შტატების პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეულ იქნა თეთრი სახლის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ჯორჯ ბუში.
მართალია, ოჰაიოს შტატში ხმების დათვლა ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ ბუშის უპირატესობა მთავარი მეტოქის, ჯონ კერის წინაშე იმდენად დიდია, რომ დამარცხება უკვე თავად ამ უკანასკნელმაც აღიარა.
ჯონ კერის მიერ მარცხის აღიარების ამბავი ბუშს პირველმა დემოკრატების საარჩევნო კამპანიის პრესმდივანმა სტეფანი კატერმა აცნობა. კატერმა პრეზიდენტს თეთრ სახლში დაურეკა და უთხრა, რომ პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი აღარ დაელოდება ხმების დათვლის დასრულებას. ცოტა მოგვიანებით ეს ნაბიჯი თავად კერიმაც განმარტა.
[ჯონ კერის ხმა]: "ამ ბრძოლაში არ დავნებდებოდი, გამარჯვების შანსი რომ გვქონოდა. მაგრამ ახლა უკვე ნათელია, რომ პირობითი ხმების დათვლის შემდეგაც კი - რაც აუცილებლად მოხდება - ჩვენს სასარგებლოდ მოცემული ხმების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდება ოჰაიოში გასამარჯვებლად და, შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებს ვერ მოვიგებთ."
თეთრი სახლის კანცელარიის ხელმძღვანელმა ენდრიუ კარდმა ჯერ კიდევ კერის გამოსვლამდე განაცხადა, რომ ოჰაიოში ჯორჯ ბუში დამაჯერებლად ლიდერობს და გამარჯვებას ხელიდან არ გაუშვებს.
[ენდრიუ კარდის ხმა] "ოჰაიოში პრეზიდენტს 140 ათასი ხმის უპირატესობა აქვს. ოჰაიოში სახელმწიფო მდივნის ოფისმა გვაცნობა, რომ ეს უპირატესობა სტატისტიკურად დაუძლეველია, მას შემდეგაც კი, რაც "პირობით ხმებს" დაითვლიან."
"პირობით ხმებს" უწოდებენ ბიულეტენებს, რომელთა პატრონები ან საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდნენ, ან კენჭისყრაში მათი მონაწილეობის კანონიერების საკითხი გაურკვეველია.
ოჰაიოს შტატში მოწყობილი კენჭისყრის გარშემო არსებული ზოგიერთი გაუგებრობა კარგა ხანს საშუალებას არ აძლევდა არც ბუშს და და არც მის მეტოქეს, სენატორ ჯონ კერის, თავი გამარჯვებულად გამოეცხადებინათ.
არადა, ოჰაიოში მოგება ერთსაც და მეორესაც გამარჯვებისთვის აუცილებელ 20 ქულას მოუტანდა. ჯერჯერობით კი მდგომარეობა ასეთია: ბუში - 254 ქულა, კერი - 252. ასე რომ, ოჰაიოში გამარჯვებით (რაშიც უკვე აღარავის ეპარება ეჭვი) ჯორჯ ბუში საბოლოო მოგებისთვის საჭირო 270-ქულიან ზღვარს გადალახავს.
ბოლო ოთხი წლის მანძილზე უკვე მეორედ მოხდა, რომ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოცხადება გაჭიანურდა. მაგრამ თუ 2000 წელს ხმების ხელახალ დათვლას, სასამართლო სარჩელების განხილვას და, საბოლოოდ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამარჯვებულად ბუშის გამოცხადების შესახებ 36 დღე დასჭირდა, ამჯერად ამერიკელებს თავიანთი ახალი პრეზიდენტის ვინაობის გასაგებად ამდენი ლოდინი აღარ მოუწიათ.