რამდენიმე დღის წინ ბესლანიდან მოსკოვში დაბრუნდა რუსეთის პარლამენტის საგანგებო კომისია, რომელსაც სექტემბერში მომხდარი ტრაგედიის გარემოებათა გამოძიება ევალება.
თავისი საქმიანობის დასრულებამდე კომისია არ აპირებს არც პრესისთვის განცხადებების გაკეთებას და არც რაიმე "საშუალედო" ანგარიშის გამოქვეყნებას. ამიტომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ცალკეული წარმომადგენლები დამოუკიდებლად ცდილობენ ჩახლართულ ვითარებაში გარკვევას, იმის დადგენას, შეიძლებოდა თუ არა მსხვერპლის თავიდან აცილება ან, თუნდაც, ისე მოქმედება, რომ დაღუპულთა რიცხვი 340-ზე ნაკლები ყოფილიყო.
დიახ, სწორედ 340-ია ციფრი, რომელიც ბესლანის ტრაგედიის შემდეგ ოფიციალურად გაავრცელა რუსეთის ხელისუფლებამ. მაგრამ 20 ოქტომბერს მოსკოვის ყოველკვირეულმა "ვერსიამ" გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად, ბესლანის სკოლაში დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ვალენტინას მიტე ტელეფონით დაუკავშირდა წერილის ერთ-ერთ ავტორს რადოსლავ შიშოვს და მას ახსნა-განმარტება სთხოვა.
[რადოსლავ შიშოვის ხმა] "დღევანდელი ბესლანის ჩემეული შეფასება ასეთია: ქალაქში სიკვდილის სუნი ტრიალებს. ადამიანმა, რომელიც აქ ჩამოდის, აუცილებლად უნდა ჩაუაროს სასაფლაოს - იმ მემორიალურ სასაფლაოს, რომელზეც ტრაგედიის მსხვერპლნი არიან დასაფლავებული. და ეს სუნიც უკვე აქედან გცემს: როცა სასაფლაოს ხედავ, ხვდები, რომ სავსებით გამართლებულია ეჭვი, რომელიც ტელევიზიითა თუ რადიოთი გავრცელებული ინფორმაციის მიმართ გიჩნდება."
რადოსლავ შიშოვის თქმით, საკმარისია საფლავები დაითვალო, რომ ეჭვი შეიტანო ოფიციალური ვერსიის სარწმუნოობაში. მით უმეტეს, თუ იმასაც გაითვალისწინებ, რომ სისხლისღვრის ზოგიერთი მსხვერლი ჯერაც არ დაუკრძალავთ. რუსი ჟურნალისტის ვარაუდით, ტრაგედიას, სულ ცოტა, ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
"ვერსიაში" გამოქვეყნებული წერილის ავტორებს მოჰყავთ ანონიმი ოფიციალური პირების განცხადებები, რომელთა თანახმად, თავდასხმის მეორე დღეს მარტო ვლადიკავკაზის მორგმა, სადაც მიცვალებულთა დიდი ნაწილი გადაასვენეს, გარდაცვალების 650 მოწმობა გასცა.
ამ მტკიცებათა ფონზე მეტად საყურადღებოდ ჟღერს ტრაგედიის გარემოებათა შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის ერთ-ერთი წევრის არკადი ბასკაევის განცხადება, რომელიც ახლახან გაავრცელა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სის რუსულმა სამსახურმა. ბასკაევის თქმით, თავდამსხმელთა წინააღმდეგ ოპერაციის მსვლელობაში გამოყენებულ იქნა მძიმე შეიარაღება: ტანკები, ნაღმსარტყორცნები, ცეცხლმფრქვევები და სხვა.
საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრ ტორშინმა მშვენივრად იცის, რომ "ვერსია" რუსეთის ერთადერთი გაზეთი არ არის, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალურად გამოცხადებულ ციფრებს. თუმცა, ტორშინს ამ სტატიებისა დიდად არ სჯერა.
[ალექსანდრ ტორშინის ხმა] "პუბლიკაციების რაოდენობა გაცილებით მეტია - "ვერსიაში" გამოქვეყნებული სტატია ერთადერთი არ არის. ყველას შეგროვება რომ დავიწყოთ, გამოვა, რომ საქმის კეთებას თავი უნდა დავანებოთ და ჟურნალისტების გამოკითხვას მივყოთ ხელი. მერე, შეიძლება, სხვამაც მოისურვოს დაწერა... მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი ყურადღების მიღმა არ რჩება."
ალექსანდრ ტორშინმა სცადა დაერწმუნებინა ჩვენი კორესპონდენტი, რომ კომისია უყურადღებოდ არ დატოვებს არც ერთ ცნობასა თუ ჭორს, რომელშიც ჭეშმარიტების თუნდაც ერთი მარცვლის მოძიება იქნება შესაძლებელი. მანვე ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ასეთი დრამატული ინციდენტების მონაწილეები ხშირად სრულიად განსხვავებულად აღწერენ ნანახსა და განცდილს; მათი მონათხრობის საფუძველზე კი ჩნდება ათასგვარი ჭორი, ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ცნობები...
ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ცნობებისა და ათასგვარი ჭორის არსებობას სულ სხვა მიზეზით ხსნის ალექსეი მალაშენკო, მოსკოვის კარნეგის ცენტრის თანამშრომელი. მისი თქმით, ასეთი ვითარება ადასტურებს, რომ ხალხს არ სჯერა თავისი ხელისუფლების და რომ თავად მთავრობამაც, თავის მოქალაქეებთან ურთიერთობისას, გულახდილობა არ გამოიჩინა. დღევანდელი რუსეთისთვის უმთავრეს პრობლემად მალაშენკოს სამოქალაქო საზოგადოების არარსებობა მიაჩნია.
[ალექსეი მალაშენკოს ხმა] "რომ არსებობდეს ნორმალური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებას, სახელმწიფოს, მოსთხოვდა კონკრეტულ ინფორმაციას, კონკრეტულ მონაცემებს, კონკრეტულ დამნაშავეებს, არ გვექნებოდა ამდენად განსხვავებული მოსაზრებები იმაზე, თუ ვისი ბრალია ეს ყველაფერი."
როგორც ვარაუდობენ, ბესლანის თავდასხმის გარემოებათა შემსწავლელი საპარლამენტო კომისია თავის ანგარიშს მომავალი წლის გაზაფხულზე წარმოადგენს. მაგრამ ცოტა ვინმეს თუ სჯერა, რომ ანგარიში მართლაც ნათელს მოჰფენს ბესლანის პირველ საშუალო სკოლაში დატრიალებულ ტრაგედიას.