ჩვენს ერთ-ერთ წინა გადაცემაში დაწვრილებით გესაუბრეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშზე მსოფლიოს ქვეყნებში რელიგიური თავისუფლების შესახებ.
ამ თემაზე საუბარს დღეს განვაგრძობთ, თუმცა ოდნავ განსხვავებული კუთხით.
გასულ კვირაში ბრიუსელში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის თემა რელიგიური შემწყნარებლობა ან, უკეთ, შეუწყნარებლობა გახლდათ. კონფერენცია ეუთოს თაოსნობით მოეწყო და მისი მონაწილეები დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში მაჰმადიანთა მიმართ დამამცირებელ დამოკიდებულებაზე საუბრობდნენ, რამაც თავი იჩინა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული ოპერაციის შემდეგ.
როგორც ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტი აჰტო ლობიაკასი იუწყება, კონფერენციის მთავარი დასკვნა ასეთი იყო: დასავლეთის სახელმწიფოებს არ გააჩნიათ სტრატეგია იმისა, როგორ უნდა მოაწესრიგონ ურთიერთობები მათსავე ტერიტორიაზე მცხოვრებ მაჰმადიანთა უმცირესობებთან.
სტამბოლის ბილჯის უნივერსიტეტის პროფესორი აიჰან კაია ამბობს, რომ რადიკალური ისლამის აღზევებას ორგვარი ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს. იგი შეიძლება წარმოვიდგინოთ დასავლეთის სამყაროსთან დაპირისპირების გაღრმავების საშიშროებად ან მის სიმპტომად. კაიას აზრით, დასავლეთის მთავრობათა უმრავლესობა უპირატესობას პირველ ვარიანტს ანიჭებს.
სტამბოლელი პროფესორი აღნიშნავს, რომ როგორც გერმანიაში მცხოვრებ თურქ იმიგრანტებს შორის ჩატარებულმა გამოკვლევამ გვიჩვენა, რადიკალური ისლამი ყველაზე ხშირად სტრუქტურული პრობლემების შედეგია. "სტრუქტურულ პრობლემებში" კაია გულისხმობს სიღარიბეს, სამოქალაქო უფლებებისა თუ პრივილეგიების უქონლობას, ქსენოფობიას...
[აიჰან კაიას ხმა] "ჩვენ დავასკვენით, რომ ისლამური წინააღმდეგობა პრობლემად იქცევა ისეთ ქვეყნებში, სადაც მუსლიმებს საშუალება არ ეძლევათ, საკუთარი თავი ოფიციალურ პოლიტიკურ დაწესებულებებში წარმოადგინონ, მაგალითად, პარლამენტში."
პროფესორ კაიას კრიტიკა ძირითადად საფრანგეთისა და გერმანიისკენ იყრ მიმართული. მისი აზრით, "ანგლო-საქსური" მოდელით მოქმედ ქვეყნებში, კერძოდ, შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში, ამ მხრივ უკეთესი ვითარებაა, რადგან იქ აღიარებენ მაჰმადიანთა უფლებას, ითანამშრომლონ კომუნალურ წარმომადგენლობით ორგანოებში.
თუმცა, როგორც კონფერენციის კიდევ ერთი მონაწილე მაჰა ჰუსეინი ამბობს, მაჰმადიანთა მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით პრობლემა შეერთებულ შტატებშიც მრავლად არის. მიჩიგანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი, აშშ-ის მოქალაქე მაჰა ჰუსეინი წარმოშობით ერაყელია. მისი თქმით, მსოფლიოში მცხოვრები მაჰმადიანები ორმაგად იჩაგრებიან.
[მაჰა ჰუსეინის ხმა] "ისინი ცხოვრობენ ქვეყნებში, სადაც წართმეული აქვთ ყოველგვარი პოლიტიკური უფლებები, მოკლებული არიან ეკონომიკურ შესაძლებლობებს და მაშინ, როცა მთელი მსოფლიო წინ მიიწევს, მუსლიმური და არაბული ქვეყნები ან ერთ ადგილს ტკეპნიან ან სულაც უკან მიდიან. ასე რომ, როცა ეს ადამიანები ამ მძიმე მდგომარეობიდან თავის დაძვრენას ახერხებენ და შეერთებულ შტატებსა თუ დასავლეთ ევროპაში ჩადიან, რათა საკუთარ ოჯახებს ცხოვრების უკეთესი პირობები შეუქმნან, ისინი აწყდებიან დისკრიმინაციას, შეუწყნარებლობას, უპატივცემულობას."
კონფერენციაზე გამოსვლისას მაჰა ჰუსეინმა მძაფრად გააკრიტიკა საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილება, სასწავლო დაწესებულებებში თავსაფრების ტარება აეკრძალა მაჰმადიანი გოგონებისა და ქალიშვილებისთვის. მიჩიგანელმა პროფესორმა გაიზიარა კონფერენციის რამდენიმე სხვა მონაწილის მოსაზრება, რომ მაჰმადიანებს დასავლეთში, როგორც წესი, "მეორე ხარისხის" ადამიანებად აღიქვამენ. ხოლო ასეთ ვითარებაში ურთიერთგაგებასა და შემწყნარებლობაზე ოცნებაც კი ზედმეტიაო.