17 სექტემბერს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის კახა ბენდუქიძის მოხსენებას ისმენდა.
დეპუტატები ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ მინისტრისაგან შეეტყოთ: ვითარდება თუ არა საქართველოს ეკონომიკა, რა ბედი ელის დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიებს, როგორ უნდა მოხდეს ეგრეთ წოდებული სამრეწველო გიგანტების პრივატიზება, რის მიხედვით არჩევს ბატონი მინისტრი კადრებს და რატომ დღემდე არ არის დაწერილი მიმდინარე წლის სოციალ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმა. კახა ბენდუქიძემ ყველა ამ კითხვას გასცა პასუხი, თუმცა დეპუტატების მნიშვნელოვანი ნაწილი მინისტრის გამოსვლით უკმაყოფილო დარჩა. რატომ?
უწყებას, რომელსაც რუსეთიდან საგანგებოდ მოწვეული ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე უდგას სათავეში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ჰქვია. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკა, მართლაც, ვითარდება. დეპარტამენტის ამ მოსაზრებას თავად მინისტრიც იზიარებს:
[კახა ბენდუქიძის ხმა] “ეკონომიკა ისეთი რაღაცაა, რომ თუ რამე საშინელება არ ხდება, თუ თავში არ ურტყი, ეკონომიკური ზრდა მაინც იქნება.”
თუმცა ამ ეკონომიკური ზრდის შედეგებს რიგითი თბილისელები რატომღაც დიდად ვერ გრძნობენ:
[მამაკაცის ხმა] “მე არაფერი არ მიგრძვნია უკეთესობა, პირიქით: გაძვირდა ცხოვრება და რა ფასადაც შარშან და შარშანწინ ვყიდულობდი, იმაზე ბევრად მეტ ფასში ვყიდულობ. ასე რომ, მე ვერ ვიგრძენი.” (სტილი დაცულია)
[მამაკაცის ხმა] “80 პროცენტს ხალხისა, რომელსაც ადრე უჭირდა, ახლაც ისე უჭირს. უფრო უარესად უჭირს, ფაქტობრივად.”
ადამიანებს რომ უჭირთ,როგორც ჩანს, ამ ამბავმა საქართველოს პარლამენტის კედლებშიგნითაც შეაღწია. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები საკმაოდ აგრესიული ფორმით ითხოვდნენ განმარტებას იმის თაობაზე, თუ რატომ გადადის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კავშირგაბმულობის კომპანია “ელექტროკავშირი” წუთობრივ დარიცხვაზე. კახა ბენდუქიძემ, მას შემდეგ, რაც დეპუტატებისთვის მიცემულმა ტექნიკური ხასიათის განმარტებებმა ჯეროვანი შედეგი ვერ გამოიღო, უფრო თვალსაჩინო არგუმენტი მოიტანა:
[კახა ბენდუქიძის ხმა] “თქვენი პოპულისტური გამოსვლა იმის შესახებ, მოსახლეობას როგორ უნდა გადავახდევინოთო… ბიჭო, ხმარობ და უნდა გადაიხადო! მაგრამ მეორე საკითხია: პოლიტიკურად პარლამენტს ან პრეზიდენტს უნდა თუ არ უნდა ეს საკითხი. თუ პოლიტიკურად ეს საკითხი მიუღებელია, ამისათვის საჭიროა შეიცვალოს რეგულირების კონკრეტული მოთხოვნა.”
დეპუტატებმა კახა ბენდუქიძეს საკადრო პოლიტიკაც დაუწუნეს. კერძოდ, ნაციონალ-დემოკრატი კობა ბექაური დაინტერესდა, თუ რა კრიტერიუმით შეარჩია მინისტრმა ანტიმონოპოლიური სამსახურის ახალი უფროსი. ლაპარაკია ემზარ ჯგერენაიაზე, რომელიც შევარდნაძის დროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მსახურობდა. მინისტრმა დეპუტატის ცნობისწადილი ასე დააკმაყოფილა:
[კახა ბენდუქიძის ხმა] “ბატონი ემზარი არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად შეგნებული ეკონომისტი საქართველოში და, რაც შეეხება მის წარსულს, აქ პოზიცია ასეთი უნდა იყოს: თუ გვაქვს რაღაც სამხილები, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.”
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრებმა მინისტრს უსაყვედურეს იმის გამოც, რომ მიმდინარე წლის სოციალ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმა ჯერ კიდევ არ არსებობს. დეპუტატ ზურაბ ცქიტიშვილის თქმით, მოქმედი კანონმდებლობა ითხოვს ამგვარი გეგმის შედგენას. მაგრამ კახა ბენდუქიძე აქაც ორიგინალურ გამოსავალს პოულობს:
[კახა ბენდუქიძის ხმა]“რაც შეეხება კანონს ინდიკატური დაგეგმარების შესახებ, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივითა და ჩვენი მხარდაჭერით, ჩვენ შემოვალთ უახლოეს დღეებში პარლამენტში, რომ ეს კანონი, ფაქტობრივად, გაუქმდეს, იმიტომ რომ ეს კანონი არის სოციალიზმის გადმონაშთი!”
ბენდუქიძის გამოსვლა თანდათანობით სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ლექციას დაემსგავსა - მას უწევდა ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც შორს იყო ეკონომიკისგან. მაგალითად, მინისტრს მოსთხოვეს პასუხი კითხვაზე - რატომ არ ჩადის სამეგრელოში, როგორ ესმის სიტყვების ქართველისა და ქართულის მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის მინისტრმა ტრიბუნასთან ორ საათზე მეტი დაყო, დეპუტატებს მისმა გამოსვლამ უკმარისობის გრძნობა დაუტოვა.
[ზუბაბ ტყემალაძის ხმა] “ჩემი შთაბეჭდილება ძალიან მძიმეა, მინდა გითხრათ. საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ მეტ-ნაკლებად პოპულისტურად საუბრობს ბატონი კახა და იგი ძალიან განსხვავდება იმისაგან, რაც რუსეთიდან ჩამოსვლის დროს იყო.”
ეს”მემარჯვენე-ოპოზიციის” წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე იყო. თუმცა უკმაყოფილებას ვერც უმრავლესობის წევრი ზურაბ ცქიტიშვილი მალავდა:
[ზურაბ ცქიტიშვილის ხმა] “მე ვერ მოვისმინე, საერთოდ, როგორი პოლიტიკა უნდა ტარდებოდეს სოფლად; მე ვერ მოვისმინე, მაგალითად, ენერგეტიკულ სექტორში პრივატიზების რა თანმიმდევრობა უნდა განხორციელდეს, რა კონცეფცია უნდა იყოს… -უამრავი ნიუანსებია ასეთი, რომელიც მოითხოვს პასუხს და რომელზეც უნდა არსებობდეს წერილობითი დოკუმენტი.”
დეპუტატების ამგვარი განწყობისა და პრობლემების სიმრავლის გათვალისწინებით, ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ისევ დაიბარებენ.