ცხინვალის რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა აფხაზეთის საკითხი დროებით უკანა პლანზე გადასწია. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილი
დაძაბულობის ფონზე, თითქოსდა, მეორეხარისხოვანი გახდა ის, თუ რა პროცესები ვითარდება აფხაზეთში. ასეც რომ არ ყოფილიყო, ოფიციალური თბილისი, ალბათ, მაინც წაუყრუებდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მზადებას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ამ არჩევნებს და მის შედეგებს არც თბილისში ცნობენ და არც მოსკოვში. აღნიშნულის მიუხედავად , მოვლენები აფხაზეთში თავისთავად ვითარდება. იქაურები არძინბას ხანის დასასრულის მოლოდინში არიან და თან რუსეთის სამშვიდობო ძალების სასწავლო წვრთნებს ადევნებენ თვალს.
აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების გეგმიური წვრთნები დაიწყო. მასში კონფლიქტის ზონის ჩრდილოეთ და სამხრეთ ზონებში განლაგებული ქვედანაყოფები იღებენ მონაწილეობას. სწავლება მიზნად ისახავს წვრთნებს - არც მეტი, არც ნაკლები - აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მხარეთა დაშორიშორების შესახებ ხელშეკრულების მანდატით განსაზღვრულ დებულებათა განსახორციელებლად. ეს ხელშეკრულება მოსკოვში 1994 წელს გაფორმდა. აქედან მოყოლებული, აფხაზეთში მოსკოვის სამშვიდობო ემისრებისადმი მუდმივად არსებობს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი კონფლიქტის ზონაში არ ასრულებენ სამშვიდობო მისიას. პრეტენზია ცარიელ სიტყვებს არ ეფუძნება. გალის რაიონის ქართველების მიმართ აფხაზების მიერ მრავალჯერ ჩატარებული სადამსჯელო ოპერაცია, რბილად რომ ვთქვათ, ამ ზონაში მოქმედი სამშვიდობო მისიის არაეფექტურობაზე მეტყველებს. ძნელი დასაჯერებელია აფხაზეთში დაწყებული წვრთნები ამ ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად მიმდინარეობდეს. სამშვიდობო ძალების სარდლობას კონფლიქტის ზონაში სამხედრო სწავლების დაწყების შესახებ საქმის კურსში არ ჩაუყენებია გაეროს სამხედრო სადამკვირვებლო მისია. ამის მიზეზად სახელდება ის, რომ სწავლება არ ითვალისწინებს ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის გადაადგილებას. საგულისხმოა ისიც, რომ სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, სამშვიდობო ძალების ქვედანაყოფების სწავლებისას სამხედრო წვრთნას აფხაზური ქვედანაყოფები და კაზაკთა შენაერთებიც გაივლიან. აფხაზეთში სამშვიდობო ძალების სამხედრო სწავლების გარდა, რუსეთი წლის ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო სწავლებას ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ატარებს და, რადგან ეს ღონისძიება ცხინვალის რეგიონში ვითარების გართულებას ემთხვევა, საქართველოს ხელისუფლებაში უჭირთ დაიჯერონ , რომ ეს უნებური დამთხვევაა. სამხედრო სწავლებას ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მიმართ რუსეთის სრული დემარში უწოდა.
საქართველოს ხელისუფლება იწყებს ხმამაღალ საუბარს რუსეთის ღია და მიზანმიმართულ მანევრებზე აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, თუმცა ქართულ-აფხაზურ და ქართულ- ოსურ მოლაპარაკებებში რუსეთის საშუამავლო როლზე უარის თქმა უძნელდება. აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. იქ უკვე წარმატებით გაიარა ტესტი აფხაზური ენის ცოდნაში პრეზიდენტობის სამმა კანდიდატმა - რაულ ხაჯიმბამ, სერგეი შამბამ და სერგეი ბაღაფშმა. აფხაზეთში ამ სამ გავლენიან ფიგურას შორის დე ფაქტო პრეზიდენტის არძინბას კანდიდატურა რაულ ხაჯიმბაა. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკის ხელისუფლებაში სამსახურამდე ის იყო საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსების მსმენელი. ხაჯიმბას რეალური კონკურენტები ჰყავს, თუმცა საქართველოში ფიქრობენ, რომ მათ შორის არავინაა ისეთი, ვინც მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანას შეძლებდა თბილისისა და სოხუმის ურთიერთობაში. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ყოფილ ხელმძღვანელობაში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები აფხაზეთში აფხაზეთის სრული დამოუკიდებლობის მომხრეებად და აფხაზეთის რუსეთთან მიერთების მომხრეებად იყოფიან.