ყველაზე უფრო არაორდინარული ბიოგრაფიის ქართველი სარდლის მოსაგონარი

20 აგვისტოს, იმ დღეს, როდესაც ცხინვალის მისადგომებთან ბრძოლები დაიწყო,
თბილისში მიწას მიაბარეს საზღვაო-თავდაცვითი ძალების ახლგაზრდა სარდალი ზურაბ ირემაძე. გენერალი, რომელმაც არმიაში 13 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მრავალ საბრძოლო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, გასული კვირის დასაწყისში ფოთში გულის შეტევით დაიღუპა. ზურაბ ირემაძეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძლების განვითარებაში, რომელსაც იგი თითქმის 6 წლის განმავლობაში ედგა სათავეში. მაგრამ მისი პიროვნების მთავარ ღირსებას მაინც ის წარმოადგენს, რომ ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი პირველი ჯარისკაცი ბოლომდე უღალატო პიროვნებად დარჩა. ამ თვისებამ ზურაბ ირემაძეს, თავის დროზე, იარაღით ხელში ტყეში გასვლა და ლამის სამშობლოს დატოვება აიძულა.






ზურაბ ირემაძეს პირველად 1993 წლის ოქტობრის ბოლოს სოფელ ჭალადიდში შევხვდი. იმხანად, სწორედ ფოთი-ჭალადიდის 9 კილომეტრიანი მონაკვეთი წარმოადგენდა საქართველოში დაბრუნებულ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და სახელმწიფო საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო ძალების გამყოფ ხაზს. მე მაშინდელი თავდაცვის მინისტრის გია ყარყარაშვილის დავალებით ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას მომხრე 10 სამხედრო ტყვე გადამყავდა გასაცვლელად, ზურაბ ირემაძე კი პრეზიდენტ გამსახურდიას ერთ-ერთი ყველაზე ერთგული სამხედრო მეთაური და ფოთის მიმართულების სარდალი იყო. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ. უფრო ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ზურაბ ირემაძე ლაპარაკობდა. აღმოჩნდა, რომ მთელი ერთთვიანი დაპირისპირების განმავლობაში ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი ვიყავი, ვინც მათთან გადავიდა. ზურაბს კი აინტერესებდა, რატომ შემოიყვანა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მათ წინააღმდეგ საბრძოლველად, რატომ დათმო შევარდნაძემ სოხუმი და რატომ იბრძვიან ახლა ასე თავგანწირვით თავიანთი თანამემამულეების წინააღდეგ "მხედრიონელები." ამ საუბრის შემდეგ ერთმანეთს ჩვენ მხოლოდ 1997 წელს შევხდვით.
ზურაბ ირემაძე ბოლომდე ასრულებდა კანონიერი პრეზიდენტის ბრძანებებს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდია დაიღუპა, შეწყვიტა ბრძოლა და დიდი ხნით ტყეში იმალებოდა, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებამ იგი არ შემოირიგა, ზუსტად იმ თვისებების გამო, რისთვის იგი დევნილი იყო – ზურაბ ირემაძეს არ შეეძლო მიცემული ფიცის ღალატი და უსაზღვროდ უყვარდა თავისი სამშობლო. ზურაბ ირემაძის ერთ-ერთი ახლო მეგობარი იყო გადამდგარი გენერალი კობა კობალაძე. თუმცა სამოქალაქო ომის დროს, კობალაძე "შავნაბადას" ბატალიონს ხელმძღვანელობდა და ზურაბ ირემაძის რაზმის წინააღმდეგ ბრძოლაც მოუხდა.

[კობა კობალაძის ხმა] "

შემორიგებული ზურაბ ირემაძე 1997 წელს ჯერ თელავში არსებული სადესანტო ბატალიონის მეთაურად დაინიშნა. 1998 წელს კი ყოფილმა თავდაცვის მინიტრმა დავით თევზაძემ, რომელიც, სხვათა შორის, თავის დროზე ასევე საბრძოლო დაპირიპირებაში იყო გამსახურდიას მომხრე ფორმირებებთან, ზურაბ ირემაძე საზღვაო-თავდაცვითი ძალების სარდლად დანიშნა. იმხანად, ბევრი მოხელე, განსაკუთრებით უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურებიდან, უკმაყოფილო იყო ამ დანიშვნით. ზვიად გასმახურდიას სიკვდილის შემდეგ ხომ ყოფილმა ხელისუფლებამ მხოლოდ ორი მაღალჩინოსანი სამხედრო პირი შემოირიგა: აქედან ერთი, პოლკოვნიკი ელიავა, 1998 წელს მოწყობილი სენაკის სამხედრო ამბოხების შემდეგ კვლავ ხელისუფლების მტრად იქცა და მალევე მოკლეს პოლიციის გენერლის რუბენ ასანიძის მძევლად აყვანის მცდელობის დროს. რჩებოდა ერთადერთი შემორიგებული, გენერალი ზურაბ ირემაძე, რომლის მიმართაც უშიშროების სამსახურები მომეტებულ ყურადღებას იჩენდნენ. მაგრამ ირემაძემ დაამტკიცა, რომ სიტყვის და სამშობლოს ერთგულია და დამტკიცა ეს, საქართველოს საზღვაო-თავდაცვით ძალებში ექვსწლიანი მოღვაწეობით. აი, როგორ ახასიათებს გენერალ ირემაძეს თანამებრძოლი, საზღვაო თავდაცვითი ძალების ლოგისტიკის ბატალიონის მეთაური მიორი ალექსანდრე ოგანესიანი.

[ალექსანდრე ოგანესიანი ხმა]

საზღვაო თავდაცვიოთი ძალები 44 წლის სარდალი, გენერალ ზურაბ ირემაძე, ფოთში, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ უბრალო ოროთახიან ე.წ. ხრუშოვკაში ცხოვრობდა. სწორედ იქ დავურეკო აპრილში, როდესც ფოთში ყველაზე მსხვილამასშტაბიანი სამხედრო სწავლება "დიოსკურია 2004" ტარდებოდა. იგი აღტაცებას ვერ მალავდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლოსდაბოლოს, მოიხედა სამხედრო ძალებისაკენ, რომ ოფიცრებმა პირველად მიიღეს ფულადი პრემია და გაუჩნდათ მატერიალური საშუელებები თანამედროვე სწავლების ჩასატარებლად.


[ზურაბ ირემაძის ხმა]

ეს, სამწუხაროდ, ჩვენი უკანასკნელი საუბარი აღმოჩნდა. ზურაბ ირემაძე მიწას 2004 წლის 20 აგვისტოს მიაბარეს. ქართველი გენერალი ბოლო წუთამდე საზღვაო ძალების გაძლიერებაზე, ქვეყნის გამთლიანებასა და თანამებრძოლების კეთილდღეობაზე ფიქრობდა.