აფხაზეთში დასვენების მსურველი რუსი ტურისტების მისამართით მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ მკვეთრ გამონათქვამებს მოსკოვის არანაკლებ მკვეთრი რეაქცია რომ მოჰყვა, ცნობილია.
ცნობილია ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს მოჰყვა მისი მოგზაურობა შეერთებულ შტატებში, შეხვედრები დონალდ რამსფელდთან, კოლინ პაუელთან, კონდოლიზა რაისთან და შეერთებული შტატების სხვა ლიდერებთან. ამდენად, ალბათ ბუნებრივია ის დაინტერესება, რომელსაც დასავლეთის პრესა ბოლო დღეებში საქართველოს მიმართ იჩენს. მრავალი პუბლიკაციიდან დღევანდელ მიმოხილვაში მხოლოდ სამს შევეხებით. ჯერ შემოგთავაზებთ ერთ ციტატას საინტერნეტო გამოცემა "სტრატფორიდან".
"არსებობს ორი ფაქტორი, რომელიც საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს. პირველი: რაკი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს - მათ შორის, არც რუსეთი - ეჭვგარეშეა, რომ თბილისს სამართლებრივი თვალსაზრისით სრული უფლება აქვს, თავად წყვეტდეს, ვინ ჩაუშვებს და ვინ არ ჩაუშვებს ღუზას სოხუმის პორტში. რუსეთის მხრიდან ამის წინააღმდეგ გალაშქრებას საზღვარგარეთ აღიქვამენ, უკეთეს შემხთვევაში, როგორც უცხო ტერიტორიის ხელყოფას, ხოლო უარეს შემთხვევაში, როგორც ფსიქოლოგიურ ტერორს. და მეორე: დასავლეთს ისედაც საკმარისი მიზეზი მოეპოვება საქართველოს მხარდასაჭერად: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელიც კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვისკენ - აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით და რუსეთის გვერდის ავლით - ყოველდღიურად მილიონ ბარელ ნავთობს გადაქაჩავს, 2005 წელს უნდა ამოქმედდეს. გარდა ამისა, შეერთებული შტატები საქართველოს უყურებს, როგორც რუსეთსა და ირანს შორის ჩასარჭობ გეოგრაფიულ "სოლს" და უკვე წვრთნის კიდეც საქართველოს არმიას."
გაზეთ "ვაშინგტონ ტაიმსის" 6 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული სტატია შეერთებულ შტატებში მიხეილ სააკაშვილის მოგზაურობას ეხება. მისი ავტორია დევიდ სმითი, საზოგადოებრივი პოლიტიკის ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომელი და შეერთებულ შტატებში საქართველოს მხარდასაჭერად შექმნილი ეგრეთ წოდებული "ჯორჯია ფორუმის" თავმჯდომარე. წერილს არცთუ ორიგინალური, მაგრამ სრულიად კონკრეტული სათაური აქვს: "სააკაშვილი ვაშინგტონში".
"პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ვაშინგტონის იმედი აქვს, რადგან ეს უკანასკნელი საქართველოს სუვერენობას მუდამ აქტიურად ემხრობოდა. ბატონი სააკაშვილი სამშობლოში უნდა დაბრუნდეს რწმენით, რომ ამერიკა მხარს უჭერს სამხრეთი ოსეთის მშვიდობიან დაბრუნებას საქართველოს მმართველობის ქვეშ - კანონის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით, რომელიც მის ყველა მოქალაქეს თანაბრად დაიცავს. ... საქართველოსთან ერთად, შეერთებული შტატებიც დაინტერესებულია ვითარების შეცვლით. კავკასიაში სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნისთვის ... და იმისთვის, რათა შეერთებულ შტატებს ხელი მიუწვდებოდეს დედამიწის ნიადაგ ცვალებადი ამ ნაწილის სტრატეგიულად მნიშვნელოვან წერტილებზე. საქართველოს უწყვეტი განვითარება კავკასიის სტაბილურობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მაგრამ საქართველო ვერ ააშენებს დემოკრატიას, ვერ დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას, ვერ განავითარებს ეკონომიკას, და ვერ დაადგება ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, ვიდრე სეპარატისტულ კონფლიქტებს არ მოაგვარებს."
მიმოხილვის ბოლოს გთავაზობთ მცირე ნაწყვეტს გერმანიის გაზეთ "ფრანკფურტერ რუნდშაუში" გამოქვეყნებული წერილიდან სათაურით "საქართველო ჩაძირობანას თამაშობს". ფლორიან ჰასელის ამ სტატიაში მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებებზეა საუბარი, რომლებსაც მიმოხილვის დასაწყისში შევეხეთ. წერილს კი ავტორი ასე ამთავრებს:
"უპასუხებს რა სააკაშვილის მცდელობას, ურჩი რეგიონები მოარჯულოს, მოსკოვი ორ ცეცხლს შუაა მოქცეული: სააკაშვილი ხომ მხოლოდ სუვერენობისა და ტერიტორიული ხელშეუხებლობის პრინციპებით ხელმძღვანელობს - ანუ პრინციპებით, რომლებსაც მოსკოვი ჩეჩნეთში ომის გასამართლებლად იშველიებს. აშკარაა, რომ რუსეთს თანდათან ხელიდან ეცლება საქართველო, რომელიც ერთ დროს მისი გავლენის სფეროს ეკუთვნოდა. 2005 წელს შეერთებული შტატების მხარდაჭერით მშენებარე მილსადენი მზად უნდა იყოს და, გარდა ამისა, ვაშინგტონი საქართველოში სამხედრო თვალსაზრისითაც იმყარებს პოზიციებს. ახლახან სააკაშვილმა ვაშინგტონში ამერიკასთან თანამშრომლობის დეტალები განიხილა."